1. სააგენტო აწარმოებს მონაცემთა ბაზას (რეესტრს), რომელშიც შეიტანება შემდეგი ინფორმაცია:
ა) ავიასამედიცინო ცენტრის/ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირებისა და მათზე მუდმივი ზედამხედველობის პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაცია;
ბ) სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ავიასამედიცინო ცენტრ(ებ)ის/ავიასამედიცინო ექსპერტ(ებ)ის ნუსხა;
გ) გადამისამართების, ასევე ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის განმეორებით გაცემის შემთხვევაში, ავიასპეციალისტ(ებ)ის სამედიცინო სერტიფიცირებისა და მათზე მუდმივი ზედამხედველობის პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაცია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია საჯარო