1. ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის მისაღებად, განმცხადებელმა ავიასამედიცინო ცენტრს/ავიასამედიცინო ექსპერტს უნდა წარუდგინოს ამ წესის №5 დანართით დადგენილი ფორმის განცხადება.

2. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) სრული სამედიცინო ისტორია, საჭიროების შემთხვევაში, ავიასამედიცინო ცენტრის/ავიასამედიცინო ექსპერტის მოთხოვნის შესაბამისად, ექიმის მიერ წარმოებული გამოკვლევების შედეგები;

გ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთ