1. ავიასპეციალისტების გადამზადება ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად, სერტიფიცირებულ და ლიცენზირებულ, სააგენტოს მიერ აღიარებულ სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებებში.
2. გადამზადების კანდიდატის თეორიული, პრაქტიკული მომზადება და ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ წესების მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს.
3. გადამზადების კანდიდატებს არჩევს ავიასაწარმო და სააგენტოს წარუდგენს ამ წესების №1 და №2 დანართების ფორმით. სააგენტო განიხილავს თითოეული კანდიდატის ამ მუხლის მე-2 პუნქტთან შესაბამისობას და, დადებითი დასკვნის შემთხვევაში, დგება „ავიასპეციალისტების ახალ ტექნიკაზე გადამზადების ოქმი“, რომელსაც ხელს აწერენ სააგენტოს უფლებამოსილი პირები. ოქმის ასლი ეგზავნება ავიასაწარმოს.
4. გამონაკლის შემთხვევაში, უკიდურესი საჭიროებისას, აუცილებელ ნაფრენზე მოთხოვნები (იხ. ამ წესების 37-ე მუხლი) შეიძლება შემცირდეს; მოთხოვნების შემცირების გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო, ავიასაწარმოს ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე და ავიასპეციალისტის პირადი თვისებების გათვალისწინებით.
5. გადამზადების კანდიდატებს თან უნდა ჰქონდეთ:
ა) პასპორტი ან პირადობის მოწმობა;
ბ) საფრენოსნო წიგნაკი (ტექნიკური სპეციალისტის გარდა);
გ) გადამზადების მთელი ვადის მანძილზე მოქმედი ავიასპეციალისტის მოწმობა;
დ) სხვა საბუთები იმ ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, სადაც ავიასპეციალისტი იგზავნება