1. სხვა ქვეყნების ის სასწავლო დაწესებულებები და საწაფები, სადაც საქართველოს ავიასპეციალისტის მოწმობის მფლობელები სწავლობენ და იწვრთნებიან, აღიარებული უნდა იყოს სააგენტოს მიერ. ამ პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა ძალაშია იმ შემთხვევაში, თუ ავიასპეციალისტი აპირებს საქმიანობის გაგრძელებას საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში.
2. აღიარება უნდა ჩატარდეს დაინტერესებული ავიასაწარმოს, ან ფიზიკური პირის განცხადებისა და შემდეგი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის საფუძველზე:
ა) სდ-ის მოქმედი სერტიფიკატი, გაცემული უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების მიერ და სერტიფიკატის დანართი, განსახორციელებელი სასწავლო პროგრამების მითითებით;
ბ) მონაცემები აღჭურვილობების (სხ-ის, საწაფის ტიპების) შესახებ;
გ)დაწესებულების სასწავლო და საწვრთნელი პროგრამები (სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში);
დ) სწავლების ენა.
3. სააგენტოსა და დაინტერესებული ავიასაწარმოს სპეციალისტები განიხილავენ წარმოდგენილ მონაცემებს და დადებითი დასკვნის შემთხვევაში დგება კონკრეტული სდ-ის საწაფის „აღიარების ოქმი“, რომელსაც ხელს აწერენ სააგენტოს უფლებამოსილი პირი და განხილვაში მონაწილე სპეციალისტები.
თავი V
ავიასპეციალისტების მომზადებისა და გადამზადების წესებ