1. საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის (ინჟინერი, ტექნიკოსი, მექანიკოსი) მოწმობის (შემდგომში – მოწმობა) გაცემისას, კანდიდატს წაეყენება შემდეგი მოთხოვნები:

ა) ასაკი – არანაკლებ 18 წელი;

ბ) ცოდნა – კანდიდატმა გამოავლინა „საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის მოწმობის“ მფლობელის კვალიფიკაციის შესაბამისი ცოდნა, სულ ცოტა, შემდეგი მოცულობით:

საჰაერო სამართალი და საფრენად ვარგისობისადმი წაყენებული მოთხოვნები

ბ.ა) სხ-ის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის კვალიფიკაციის შესაბამისი წესები და ნორმატიული დებულებები, სხ-ის საფრენად ვარგისობის შენარჩუნება და სერტიფიცირების პროცესი; სხ-ის ტექნიკური მომსახურების მეთოდები და პროცედურები;

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და ზოგადი ცნობები საჰაერო ხომალდზე

ბ.ბ) მათემატიკის საფუძვლები; საზომი ერთეულები; ფიზიკისა და ქიმიის ის ძირითადი პრინციპები და თეორიული საფუძვლები, რაც სხ-ის ტექნიკურ მომსახურებას ეხება;

საჰაერო ხომალდების დაპროექტება

ბ.გ) მასალების მახასიათებლები და, სხ-ის დაპროექტებისას, მათი გამოყენება; აგებულების დაპროექტების პრინციპები და სხ-ის სისტემების მოქმედება; აწყობის ხერხები; ძალური დანადგარები და მათთან დაკავშირებული სისტემები; კვების მექანიკური, ჰიდრავლიკური, ელექტრული, ელექტრონული წყაროები; სხ-ის სახელსაწყო აღჭურვილობა და ინდიკაციის სისტემები; სხ-ის სამართი, სანაოსნო და კავშირის სისტემები;

საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება

ბ.დ) სამუშაოები, რომელთა შესრულებაც საჭიროა საფრენად ვარგისობის შესანარჩუნებლად, სხ-ის აგებულების, მისი შემადგენელი ნაწილებისა და სისტემების კაპიტალური და მიმდინარე რემონტის, შემოწმების, შეცვლის, სახეცვალების, ხარვეზების აღმოფხვრის ხერხებისა და პროცედურების ჩათვლით, ტმ-ის სახელმძღვანელოებით და საფრენად ვარგისობის სტანდარტებით გათვალისწინებული მეთოდიკის შესაბამისად;

ადამიანის შესაძლებლობები

ბ.ე) ადამიანის შესაძლებლობები ტექნიკურ სპეციალისტთან შეფარდებით, საშიშროებისა და შეცდომების წარმომშობი ფაქტორების კონტროლის პრინციპების ჩათვლით (იხ. იკაოს ოფიციალური გამოცემა: DOC 9683).

გ) გამოცდილება – კანდიდატს აქვს მთლიანად სხ-ის ან მისი ნაწილების დათვალიერების, შემოწმებისა და ტმ-ის ისეთი გამოცდილება, რაც, სააგენტოს აზრით, კანდიდატისათვის პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად არის საჭირო მას შემდეგ, რაც მან წარმატებით დაამთავრა მომზადების კურსი;

დ) ინჟინრისა და ტექნიკოსის ოსტატობის აღნიშვნის მიღების კანდიდატს უნდა ჰქონდეს საავიაციო ტექნიკური სასწავლო დაწესებულების დამთავრების (პირველადი საავიაციო-ტექნიკური განათლების) საბუთი (იხ. იკაოს ოფიციალური გამოცემა: DOC 7192);

ე) უნარი – კანდიდატმა გამოავლინა მინიჭებული უფლებებით გათვალისწინებული დანიშნულების შესრულების შესაძლებლობა.

2. მოწმობის მფლობელის უფლებები:

ა) ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში, მოწმობის მფლობელი უფლებამოსილია (ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შეზღუდვის გათვალისწინებით) დაადასტუროს მთლიანად სხ-ის ან მისი ნაწილების საექსპლუატაციო ვარგისობა ძალური დანადგარის, დამხმარე აგრეგატის, ხელსაწყოს და/ან აღჭურვილობის ერთეულების სანქცირებული რემონტის, სახეცვალების ან დამონტაჟების შემდეგ და ხელი მოაწეროს მათი ექსპლუატაციის ნებართვას დათვალიერების, ოპერატიული და/ან პერიოდული მომსახურების შემდეგ;

ბ) მოწმობის მფლობელი საკუთარ უფლებამოსილებას ახორციელებს იმ სხ-ებზე ან მის ნაწილებზე და იმ უფლებამოსილების ფარგლებში, რომლებიც მოწმობაში მითითებულია ოსტატობის აღნიშვნის სახით, იმ პირობით, რომ:

ბ.ა) მოწმობის მფლობელმა იცის იმ კონკრეტული სხ-ის ტექნიკურ მომსახურებასა და საფრენად ვარგისობაზე არსებული ინფორმაცია, რომლის ტმ-საც აწერს ხელს, ან იმ პლანერის, ძალური დანადგარის, სახომალდე სისტემის ან მისი ნაწილისა, რომლის საექსპლუატაციო ვარგისობასაც იგი ადასტურებს;

ბ.ბ) უკანასკნელი 24 თვის განმავლობაში, სხ-ის ან მისი ნაწილის დათვალიერებას, მომსახურებას ან ტექნიკურ ექსპლუატაციას ახორციელებდა არანაკლებ 6 თვის მანძილზე.

გ) სხ-ის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის მოწმობის მფლობელ მექანიკოსს შეიძლება მიეცეს:

გ.ა) ზემსუბუქი სხ-ის დამოუკიდებელი ტექნიკური მომსახურების უფლება;

გ.ბ) მსუბუქი სხ-ის ტექნიკური მომსახურების უფლება, უფლებამოსილი პირის ზედამხედველობით.

თავი IV

აღიარების წესე