1. საჰაერო მოძრაობის მეთვალყურე-შეგირდის მოწმობის გაცემისას კანდიდატს მიმართ წაყენებული მოთხოვნებია:
ა) ასაკი-არანაკლებ 18 წელი;
გ) კანდიდატის მიერ პირველადი მომზადების კურსის (ძირითადი და ოსტატობის შემსწავლელი) წარმატებით დამთავრების დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენა;
დ) III კლასის სამედიცინო სერტიფიკატის ფლობა;
ე) ინგლისური ენის, იკაოს შეფასებათა სკალის მიხედვით არანაკლებ მე-4 დონის ცოდნის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენა;
2. საჰაერო მოძრაობის მეთვალყურე-შეგირდის მოწმობის მფლობელი მუშაობს სმ მეთვალყურე-ინსტრუქტორის ზედამხედველობის ქვეშ.
საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოწმობის გაცემისას, კანდიდატის მიმართ წაყენებული მოთხოვნებია:
ა) ასაკი – არანაკლებ 21 წელი;
ბ) ცოდნა – კანდიდატმა გამოავლინა „სმ მეთვალყურის მოწმობის“ მფლობელის კვალიფიკაციის შესაბამისი ცოდნა, სულ ცოტა, შემდეგი მოცულობით:
საჰაერო სამართალი
ბ.ა) სმ მეთვალყურეზე შეფარდებული წესები და დებულებები;
სმმ-ის აღჭურვილობა
ბ.ბ) სმმ-ის აღჭურვილობის მუშაობის პრინციპები, გამოყენება და შეზღუდვები;
ზოგადი ცოდნა
ბ.გ) ფრენის პრინციპები; სხ-ების, ძრავებისა და სისტემების მოქმედებისა და ექსპლუატაციის პრინციპები; სხ-ების ის მახასიათებლები, რომლებიც სმმ-ის საქმიანობას უკავშირდება;
ადამიანის შესაძლებლობები
ბ.დ) ადამიანის შესაძლებლობები სმ მეთვალყურესთან შეფარდებით, საშიშროებისა და შეცდომების წარმომშობი ფაქტორების კონტროლის პრინციპების ჩათვლით (იხ. იკაოს ოფიციალური გამოცემა: DOC 9683);
მეტეოროლოგია
ბ.ე) საავიაციო მეტეოროლოგია; მეტეოროლოგიური საბუთებისა და ინფორმაციის ცოდნა და გამოყენება; ფრენის უსაფრთხოებაზე მოქმედი ამინდის განსაკუთრებული მოვლენების წარმოქმნა და მათი მახასიათებლები; სიმაღლის გაზომვა;
ნაოსნობა
ბ.ვ) აერნაოსნობის პრინციპები; სანაოსნო სისტემებისა და ვიზუალური საშუალებების მოქმედების პრინციპები, შეზღუდვები და სიზუსტე;
საექსპლუატაციო წესები
ბ.ზ) საჰაერო მოძრაობის მართვის, კავშირგაბმულობის, სარადიოტელეფონო კავშირისა და ფრაზეოლოგიის წესები (საშტატო, არასაშტატო და ავარიული); შესაბამისი საავიაციო საბუთებით სარგებლობა; ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრაქტიკული ხერხები;
სარადიოტელეფონო კავშირი
ბ.თ) კავშირის წარმართვის წესები და ფრაზეოლოგია; საერთაშორისო ფრენების შესრულებისას სარადიოტელეფონო კავშირის ენის – ინგლისურის ცოდნა არანაკლებ მე-4 დონეზე (იკაოს შეფასებათა სკალის მიხედვით);
გ) გამოცდილება – ფლობდეს საჰაერო მოძრაობის მეთვალყურე-შეგირდის მოწმობას; დამთავრებული ჰქონდეს სწავლება სააგენტოსთან შეთანხმებული სამუშაო ადგილის სასწავლო გეგმით(UTP).
ე) ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით, კანდიდატი უნდა ფლობდეს III კლასის სამედიცინო სერტიფიკატ