1. მეთვალყურის მოწმობის მიღების უფლება აქვს პირს, თუ:
ა) შეუსრულდა 21 წელი;
ბ) ფლობს საჰაერო მოძრაობის შეგირდის მოწმობას;
გ) გავლილი აქვს სამეთვალყურეო პუნქტზე მომზადება სამეთვალყურეო პუნქტზე მომზადების გეგმის მიხედვით და ჩაბარებული აქვს თეორიული გამოცდები და შეფასებები;
დ) ფლობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემულ მოქმედ მე-3 კლასის სამედიცინო სერტიფიკატს;
ე) აქვს ენის შესაბამის დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი ამ წესის მე-15 მუხლის შესაბამისად.
2.მეთვალყურის მოწმობის მაძიებელმა სააგენტოში უნდა წარმოადგინოს:
ა) ამ წესის მე-2 დანართის მიხედვით შევსებული განაცხადის ფორმა;
ბ) შეგირდის მოწმობის ასლი;
გ) სამედიცინო სერტიფიკატის ასლი;
დ) პუნქტზე სწავლების წარმატებით გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი.
3. მეთვალყურის მოწმობა გაიცემა ყველა იმ ოსტატობის და ოსტატობის დაშვების მითითებით, რომელიც აღნიშნული იყო შეგირდის მოწმობაში.
4. მეთვალყურის მოწმობის მფლობელი უფლებამოსილია განახორციელოს საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურება, მოწმობით მინიჭებული ოსტატობის აღნიშვნების და/ან ოსტატობის დაშვების შესაბამისად.
5. მეთვალყურის მოწმობა მოქმედია, თუ მასში მოქმედია ენის დაშვება, სულ მცირე ერთი ოსტატობა, შესაბამის შემთხვევაში ერთი ოსტატობის დაშვება და სამეთვალყურეო პუნქტზე დაშვება.
6. თუ მეთვალყურის მოწმობის მფლობელს არ დაუწყია მოწმობაში აღნიშნული ნებისმიერი ოსტატობით მინიჭებული უფლებამოსილების შესრულება ოსტატობის აღნიშნვის თარიღიდან ერთ წელზე მეტი ვადის განმავლობაში, პუნქტზე სწავლების უფლება მოცემული ოსტატობით მიეცემა მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მისი კვალიფიკაცია შეფასდება იმ სასწავლო დაწესებულების მიერ, რომელიც ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად სერტიფიცირებულია აღნიშნული ოსტატობის პირველადი სწავლების ჩატარების უფლებით. პირს სამეთვალყურეო პუნქტზე სწავლების უფლება მიეცემა მაშინვე, როგორც კი მისი კომპეტენცია იქნება ოსტატობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისი და შეფასების შედეგად გაწერილი სასწავლო რეკომენდაციები იქნება დაკმაყოფილებული, ასეთის არსებობის შემთხვევაშ