1. ოსტატობას  „სააეროდრომო სახელსაწყო კონტროლი“ (ADI) თან უნდა ახლდეს  ამ პუნქტის ,,ა-ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაშვებიდან  ერთი მაინც:

ა) „კოშკურა“ (TWR) აღნიშნავს, რომ მფლობელი უფლებამოსილია განახორციელოს სააეროდრომო მოძრაობის მეთვალყურეობა. დაშვება „კოშკურა“ მოიცავს დაშვებებს „სახმელეთო მოძრაობის (მიმოსვლის) კონტროლი“ (GMC) და „საჰაერო მოძრაობის კონტროლი“ (AIR);

ბ) „სახმელეთო მოძრაობის (მიმოსვლის) კონტროლი“ (GMC), რომელიც აღნიშნავს  მოწმობის მფლობელის უფლებამოსილებას განახორციელოს სახმელეთო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურება;

გ) „სახმელეთო მოძრაობის (მიმოსვლის) კონტროლი დაკვირვების რეჟიმით“ (GMS),  „სახმელეთო მოძრაობის კონტროლის“ (GMC) ან „კოშკურა“(TWR) დაშვებებთან ერთად, რომელიც აღნიშნავს,  მოწმობის მფლობელის უფლებამოსილებას  განახორციელოს სახმელეთო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურება, აეროდრომის ზედაპირზე განთავსებული სახმელეთო ორიენტირების სისტემის მეშვეობით;

დ) „საჰაერო მოძრაობის კონტროლი“ (AIR), რომელიც აღნიშნავს მოწმობის მფლობელის უფლებამოსილებას განახორციელოს საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეობა აეროდრომის რაიონში და ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე;

ე)  „სააეროდრომო სარადიოლოკაციო კონტროლი“ (RAD „საჰაერო მოძრაობის კონტროლის“ (AIR) ან „კოშკურას“ (TWR) დაშვებებთან ერთად, აღნიშნავს, რომ მოწმობის მფლობელი უფლებამოსილია განახორციელოს სააეროდრომო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურება მიმოხილვითი რადიოლოკატორის მეშვეობით.

2. ოსტატობას „მისადგომის კონტროლი დაკვირვების რეჟიმით“ (APS) შესაძლებელია  ახლდეს ამ  პუნქტის ,, ა-გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული  შემდეგი   დაშვება:

ა) „დასაფრენად ზუსტი შესვლის რადიოლოკატორი“ (PAR), რომელიც აღნიშნავს მოწმობის მფლობელის უფლებამოსილებას უზრუნველყოს სხ  მიწიდან მართული დასაფრენად ზუსტი შესვლით  ადზ–ის დაფრენის  სწორზე დასაფრენად ზუსტი შესვლის რადიოლოკატორის გამოყენებით;

ბ) „მისადგომის მიმოხილვითი რადიოლოკატორი“ (SRA) რომელიც აღნიშნავს მოწმობის მფლობელის უფლებამოსილებას უზრუნველყოს სხ მიწიდან მართული დასაფრენად არაზუსტი შესვლით ადზ–ის დაფრენის  სწორზე მიმოხილვითი რადიოლოკატორის გამოყენებით;

გ)  „საკვანძო სამეთვალყურეო რაიონის კონტროლი“ (TCL) აღნიშნავს მოწმობის მფლობელის უფლებამოსილებას, სარადიოლოკაციო სისტემის  მეშვეობით განახორციელოს იმ საჰაერო ხომალდის  სამეთვალყურეო მომსახურება, რომელიც ფრენებს ახორციელებს აეროდრომის დადგენილ რაიონში და/ან მოსაზღვრე სექტორებში.

3. ოსტატობას  „სამეთვალყურეო რაიონის კონტროლი დაკვირვების რეჟიმით“ (ACS) შესაძლებელია  ახლდეს შემდეგი   დაშვება :

ა) „საკვანძო სამეთვალყურეო რაიონის კონტროლი“ (TCL), რომელიც აღნიშნავს მოწმობის მფლობელის უფლებამოსილებას, სარადიოლოკაციო სისტემის მეშვეობით განახორციელოს იმ საჰაერო ხომალდის  სამეთვალყურეო მომსახურება, რომელიც ფრენებს ახორციელებს აეროდრომის დადგენილ რაიონში და/ან მოსაზღვრე სექტორებში;

ბ) „ოკეანის კონტროლი“ აღნიშნავს  მოწმობის მფლობელის უფლებამოსილებას განახორციელოს იმ საჰაერო ხომალდის სამეთვალყურეო მომსახურება, რომელიც ახორციელებს ფრენას ოკეანის კონტროლის ზონაში.

4. ოსტატობას „სამეთვალყურეო რაიონის პროცედურული კონტროლი“,  შესაძლებელია ახლდეს დაშვება „ოკეანის კონტროლი“, რომელიც აღნიშნავს  მოწმობის მფლობელის უფლებამოსილებს განახორციელოს  იმ საჰაერო ხომალდის სამეთვალყურეო მომსახურება, რომელიც ახორციელებს ფრენას ოკეანის კონტროლის ზონაშ