1. მეთვალყურის/შეგირდის მოწმობა  უნდა მოიცავდეს  ამ პუნქტით გათვალისწინებულ ერთ ან მეტ ოსტატობას:

ა) სააეროდრომო ვიზუალური კონტროლი (ADV), რომელიც ასახავს მოწმობის მფლობელის უფლებამოსილებას განახორციელოს სააეროდრომო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურება იმ აეროდრომზე, სადაც არ არსებობს სახელსაწყო წესით დასაფრენად შესვლის და გაფრენის პროცედურები;

ბ) სააეროდრომო სახელსაწყო კონტროლი (ADI), რომელიც ასახავს მოწმობის მფლობელის უფლებამოსილებას განახორციელოს იმ სააეროდრომო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურება, სადაც არსებობს სახელსაწყო წესით დასაფრენად შესვლის და გაფრენის პროცედურები. ოსტატობას სააეროდრომო სახელსაწყო კონტროლი (ADI), თან უნდა ახლდეს სულ მცირე ერთი ოსტატობის დაშვება, ამ წესის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად;

გ) მისადგომის პროცედურული კონტროლი (APP), რომელიც ასახავს მოწმობის მფლობელის უფლებამოსილებას განახორციელოს მომფრენი, გამფრენი ან ტრანზიტული საჰაერო ხომალდების სამეთვალყურეო მომსახურება, სარადიოლოკაციო სისტემის  გამოყენების გარეშე;

დ) მისადგომის კონტროლი დაკვირვების რეჟიმით (APS), რომელიც ასახავს მოწმობის მფლობელის უფლებამოსილებას განახორციელოს მომფრენი, გამფრენი ან ტრანზიტული საჰაერო ხომალდების სამეთვალყურეო მომსახურება სარადიოლოკაციო სისტემის მეშვეობით;

ე) სამეთვალყურეო რაიონის პროცედურული კონტროლი (ACP), რომელიც ასახავს მოწმობის მფლობელის უფლებამოსილებას განახორციელოს საჰაერო ხომალდების სამეთვალყურეო მომსახურება სარადიოლოკაციო სისტემის გარეშე;

ვ) სამეთვალყურეო რაიონის კონტროლი დაკვირვების რეჟიმით (ACS), რომელიც ასახავს მოწმობის მფლობელის უფლებამოსილებას განახორციელოს საჰაერო ხომალდების სამეთვალყურეო მომსახურება სარადიოლოკაციო სისტემის მეშვეობით.

2. ოსტატობის მფლობელს, რომელმაც შეწყვიტა ბოლო უწყვეტი ოთხი წლის განმავლობაში შესაბამისი ოსტატობით მინიჭებული  უფლებამოსილების განხორციელება, შეუძლია გააგრძელოს  ამ უფლებამოსილების განხორციელება თუ:

ა)  წარმატებით გაივლის კვალიფიკაციის შეფასებას სასწავლო დაწესებულებაში, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს და სერტიფიცირებულია იმ პირველადი სწავლების ჩატარებისთვის, რომელი ოსტატობის  მიღებაც სურს პირს;

ბ) გაივლის პუნქტზე სწავლებას შესაბამისი ოსტატობის ფარგლებში