საჰაერო მოძრაობის მომსახურება იყოფა შემდეგ სახეებად:

ა)  საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურება, რომელიც ხორციელდება ამ წესის მე-4 მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ამოცანების გადასაწყვეტად, რომელიც იყოფა შემდეგ  ნაწილებად:

ა.ა)  რაიონული სამეთვალყურეო მომსახურება: კონტროლირებადი ფრენის სამეთვალყურეო მომსახურება, რომელიც ხორციელდება ამ წესის მე-4 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ამოცანების გადასაწყვეტად, გარდა ამგვარი ფრენის იმ ნაწილისა, რომელიც მითითებულია წინამდებარე მუხლის „ა.ბ“ და „ა.გ“ ქვეპუნქტებში;

ა.ბ)  მისადგომის სამეთვალყურეო მომსახურება: კონტროლირებადი ფრენის იმ ნაწილის სამეთვალყურეო მომსახურება, რომელიც უკავშირდება მოფრენას ან გაფრენას, მე-4 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ამოცანების გადასაწყვეტად;

ა.გ)  სააეროდრომო სამეთვალყურეო მომსახურება: სააეროდრომო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურება მე-4 მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ამოცანების გადასაწყვეტად,  გარდა ფრენის იმ ნაწილისა, რომელიც მოცემულია ამ მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტში.

ბ) საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურება, რომელიც ხორციელდება მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ამოცანების გადასაწყვეტად.

გ) საავარიო მომსახურება, რომელიც ხორციელდება ამ წესის მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ამოცანების გადასაწყვეტა