1. საჰაერო მოძრაობის მომსახურების საჭიროების კვლევა უნდა განხორციელდეს საჰაერო სივრცეში, რომელიც  გამოყენებული უნდა იყოს სამოქალაქო ავიაციის მიერ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვაში.

შენიშვნა: საჰაერო მოძრაობის მომსახურების საჭიროების კვლევა შეიძლება გაკეთდეს, სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს ან/და აეროდრომის/ვერტოდრომის მფლობელის მიერ, გარდა იმ შემთხვევების, როდესაც საჰაერო მოძრაობის მომსახურების საჭიროება განისაზღვრება მთავრობის დადგენილებით.

2. საჰაერო მოძრაობის მომსახურების საჭიროების კვლევა მინიმუმ უნდა მოიცავდეს:

ა)  შესავალს;

ბ) საოპერაციო გარემოს აღწერას, რომელიც მინიმუმ უნდა მოიცავდეს:

ბ.ა) საჰაერო მოძრაობის  ნაკადების და საჰაერო ხომალდის ტიპების;

ბ.ბ) საჰაერო მოძრაობის ნაკადების მოცულობას;

ბ.გ) მეტეოროლოგიურ პირობებს;

ბ.დ) გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას და მის ზეგავლენას ახლო მდებარე საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტზე და ობიექტზე;

გ)  დასკვნითი ნაწილს, რომელიც წარმოდგენილი იქნება  შეჯამების სახით და  მოცემული იქნება  დასკვნა, საჭიროებს თუ არა შესაბამისი   საჰაერო სივრცე/აეროდრომი/ვერტოდრომი   საჰაერო მოძრაობის  მომსახურებას და რომელს.

3. სხ-ის ჰაერში შეჯახების აცილების საბორტო სისტემის (ACAS) აღჭურვილობა არ წარმოადგენს საჰაერო მოძრაობის მომსახურების საჭიროების განსაზღვრის ფაქტორს კონკრეტული რაიონისთვის, ამასთან, არ წარმოადგენს საჰაერო მოძრაობის მომსახურების საჭიროების განსაზღვრის ფაქტორს.

4. საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურება უნდა განხორციელდეს:

ა)  აეროდრომზე, სადაც სრულდება მგზავრთა საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა;

ბ) საჰაერო სივრცეში, სადაც საჰაერო მოძრაობის ნაკადების რაოდენობიდან გამომდინარე უსაფრთხოების მიზნით, საჭიროა ეშელონირების უზრუნველყოფა;

გ) საჰაერო სივრცეში/აეროდრომზე სადაც ხორციელდება სახელსაწყო და ვიზუალური ფრენის წესებით ფრენები.

5. სააეროდრომო საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურება უნდა განხორციელდეს იმ შემთხვევაში, თუ აეროდრომზე/ვერტოდრომზე ხორციელდება შიდა საჰაერო გადაყვანა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:

ა) აეროდრომზე/ვერტოდრომზე ფრენების რაოდენობა არ აღემატება კვირაში 15 ფრენას; და

ბ) ფრენები ხორციელდება  5700 კგ და ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის ან  არაუმეტეს 19 სერტიფიცირებული სამგზავრო ადგილის მქონე საჰაერო ხომალდის      გამოყენებით.

6. იმ შემთხვევაში, თუ აეროდრომზე/ვერტოდრომზე ხორციელდება მგზავრთა გადაყვანა 5700 კგ და ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის ან არაუმეტეს 19 სერტიფიცირებული სამგზავრო ადგილის მქონე საჰაერო ხომალდის მეშვეობით ან აეროდრომზე/ვერტოდრომზე ფრენების რაოდენობა არ აღემატება კვირაში 15 ფრენას, აეროდრომი/ვერტოდრომი აღჭურვილი უნდა იყოს საავიაციო კავშირგაბმულობის სადგურით, რომელიც არ წარმოადგენს საჰაერო მოძრაობის მომსახურების სახეობას და რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება მიწა-ჰაერი ან/და ჰაერი-ჰაერი კავშირი.

7. აეროდრომის/ვერტოდრომის  ან/და საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმო ვალდებულია საავიაციო კავშირგაბმულობის სადგურთან დაკავშირებული ინფორმაცია გამოაქვეყნოს ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში, რომელიც სულ მცირე უნდა მოიცავდეს:

ა) აეროდრომის  იკაოს საიდენტიფიკაციო კოდს, მისი არსებობის შემთხვევაში;

ბ) საავიაციო კავშირგაბმულობის სადგურის ადგილმდებარეობას და მოსახმობს, მისი არსებობის შემთხვევაში;

დ)  საავიაციო კავშირგაბმულობის სადგურის სამუშაო საათებს;

ე) საავიაციო რადიოკავშირისას გამოსაყენებელ ენას;

ვ) საავიაციო კავშირგაბმულობის სადგურის მომსახურების ფარგლებს და  შეზღუდვებს;

ზ) ფრენის პროცედურებს; და

თ) სხვა საავიაციო კავშირგაბმულობის სადგურთან დაკავშირებულ ინფორმაციას.

8. საავიაციო კავშირგაბმულობის სადგური, რომელიც არ წარმოადგენს საჰაერო მოძრაობის მომსახურების სადგურს, იდენტიფიცირებული უნდა იყოს:

ა) აეროდრომის/ვერტოდრომის დასახელებით, რომლისთვისაც  უზრუნველყოფილია სადგურის მომსახურება, ან ახლოს მდებარე ქალაქის დასახელებით, ან ახლოს მდებარე გეოგრაფიული ღირსშესანიშნაობის დასახელებით, ან იმ ორგანიზიციის სახელით, რომელიც ოპერირებს აეროდრომზე;

გ) საავიაციო კავშირგაბმულობის სადგურის მოსახმობს თან უნდა ახლდეს სუფიქსი „RADIO”, იკაოს მე-10 დანართის, მე-2 ნაწილის  5.2.1.7.1.2 ქვეთავის შესაბამისა