1. საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტმა უნდა ისარგებლოს შეთანხმებული კოორდინირებული საერთაშორისო დროით,  რომელიც აითვლება შუაღამიდან (ღამის 12 საათიდან), გამოისახება 24-საათიანი ინტერვალით და იზომება საათებით და წუთებით, აუცილებლობის შემთხვევაში – წამებით (ზუსტი დრო).

2. სმმ-ის პუნქტი უნდა აღიჭურვოს საათით, რომელიც აჩვენებს დროს საათებში, წუთებსა და წამებში და კარგად ჩანს შესაბამისი პუნქტის ყოველი სამუშაო ადგილიდან.

3. სმმ-ის პუნქტის საათისა და დროის აღრიცხვის სხვა მოწყობილობები, უნდა აჩვენებდეს დროს ± 30 წამის სიზუსტით შეთანხმებული  კოორდინირებული  საერთაშორისო დროის მიმართ. იმ შემთხვევაში, როდესაც სმმ-ის პუნქტი უზრუნველყოფილია მონაცემთა გაცვლის ხაზის გამოყენებით დრო და დროის ჩამწერი მოწყობილობები უნდა შემოწმდეს პერიოდულად დროის მონაცემის 1-წამიანი სიზუსტის უზრუნველყოფის მიზნით.

4. ზუსტი დრო მიიღება  სტანდარტული დროის სადგურიდან. ან, ისეთი სხვა პუნქტის დროის სადგურიდან, რომელმაც მიიღო ზუსტი დრო ასეთი სადგურიდან.

5. სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტი,  სხ-ის მიმოსვლის დაწყებამდე, პილოტს აცნობებს ზუსტ დროს, თუ გათვალისწინებული არ არის პილოტის მიერ აღნიშნული ინფორმაციის მიღება სხვა წყაროდან. სმმ-ის პუნქტი სხ-ს მოთხოვნისას აცნობებს ზუსტ დროს. დროის გადაცემა ხორციელდება  უახლოეს 30 წმ-მდე სიზუსტით.

6. საწარმო ვალდებულია დროის შემოწმების და კორექტირების პროცედურა ასახოს სმმ-ის  სახელმძღვანელოს პირველ ნაწილში