1. საწარმო ვალდებულია შეიმუშაოს, დანერგოს და მონიტორინგი გაუწიოს საჰაერო მოძრაობის  მეთვალყურეების ცვლ(ებ)ის დაკომპლექტების სისტემას, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს შრომის კოდექსს და  „სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 12 ივნისის ბრძანება №119-ის 43-ე  მუხლის მე-2 პუნქტს.

2. პერსონალის ცვლის სისტემის დანერგვისას, საწარმო ვალდებულია განსაზღვროს:

ა)   მორიგეობის თანმიმდევრული დღეების მაქსიმალური რაოდენობა;

ბ)   სამუშაო დროის მაქსიმალური საათობრივი ხანგრძლივობა;

გ)   მუშაობის მაქსიმალური დრო შესვენების გარეშე;

დ)  სამუშაო დროისა და დასვენებების თანაფარდობა მოვალეობის შესრულებისას;

ე)   დასვენების მინიმალური დრო;

ვ) ღამის მორიგეობების მაქსიმალური თანმიმდევრული დღეების რაოდენობა, საჭიროებისამებრ, საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტის სამუშაო დროების გათვალისწინებით;

ზ)  ღამის მორიგეობის შემდეგ მინიმალური დასვენების დრო;

თ) მინიმალური დასვენების დრო ცვლის ციკლებს შორის.

შენიშვნა: აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება არაკომლექსურ საწარმოზეც, რომელიც ახორციელებს საჰაერო მოძრაობის მომსახურებას.

3. საწარმო ვალდებულია შეიმუშაოს საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეების დაღლილობასთან დაკავშირებული რისკების მართვის სისტემა (FRMS).

4. საწარმო ვალდებულია განსაზღვროს დაღლილობასთან დაკავშირებული რისკების მართვის სისტემის პოლიტიკა უნდა:

ა) ადგენდეს დაღლილობასთან დაკავშირებული რისკების მართვის სისტემის  მოქმედების საზღვრებს;

ბ) ადგენდეს დაღლილობასთან დაკავშირებული რისკების მართვის სისტემის უსაფრთხოების მიზნები;

გ) ხელმოწერილი უნდა იყოს ორგანიზაციის ანგარიშვალდებული აღმასრულებელი პირის მიერ;

დ) ეცნობოს  ორგანიზაციის ყველა დარგის წარმომადგენელს;

ე) ითვალისწინებდეს საწარმოს ვალდებულებას უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეტყობინების ეფექტურ სისტემასთან მიმართებით;

ვ) ითვალისწინებდეს საწარმოს ვალდებულებას დაღლილობასთან დაკავშირებული რისკების მართვის სისტემის განხორციელებისათვის საჭირო რესურსებით უზრუნველყოფასთან მიმართებით;

ზ) ითვალისწინებდეს საწარმოს ვალდებულებას დაღლილობასთან დაკავშირებული რისკების მართვის სისტემის მუდმივ გაუმჯობესებასთან მიმართებით;

თ) ითვალისწინებდეს პასუხისმგებლობის გადანაწილებას საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეებსა და სხვა ჩართულ პირებს შორის და;

ი)  ითვალისწინებდეს პერიოდულ გადახედვას, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი შესაბამისობა არსებულ მოთხოვნებთან.

5. საწარმო ვალდებულია  შეიმუშაოს და აწარმოოს  დაღლილობასთან დაკავშირებული რისკების მართვის სისტემის პროცედურები, რომელიც აღწერს:

ა) დაღლილობასთან დაკავშირებული რისკების მართვის სისტემის მიზნებს და პოლიტიკას;

ბ) დაღლილობასთან დაკავშირებული რისკების მართვის სისტემის პროცესებს და პროცედურებს;

გ) პროცესების და პროცედურების დანერგვასა და  ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელ და ანგარიშვალდებულ პირებს;

დ) მენეჯმენტის, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეების და ყველა სხვა პერსონალის ჩართვის მექანიზმებს;

ე) დაღლილობასთან დაკავშირებული რისკების მართვის სისტემის სასწავლო პროგრამებს, სწავლების მოთხოვნებს და დასწრების ჩანაწერებს;

ვ)  გრაფიკით განსაზღვრულ, მიმდინარე მოვალეობის შესრულების, არასამუშაო და შესვენების პერიოდებს, პუნქტზე მუშაობის შუალედში მოვალეობის შესრულებისას მნიშვნელოვან გადახრას და მიზეზს ამ პერიოდიდან გადახრისა; და

ზ)   დაღლილობასთან დაკავშირებული რისკების მართვის სისტემის შედეგებს, რომლებიც მოიცავს და აღწერს  ნაკლოვანებებს შეგროვილი ინფორმაციიდან, ასევე რეკომენდაციებს და შემდგომ განსახორციელებელ ქმედებებს.

შენიშვნა: მნიშვნელოვანი გადახრა აღწერილია იკაოს ოფიციალურ გამოცემაში Doc 9966-„დაღლილობის მართვის ზედამხედველობის სახელმძღვანელო“.

6. საწარმო ვალდებულია შეიმუშაოს და მუდმივად აწარმოოს  დაღლილობასთან დაკავშირებული საფრთხის იდენტიფიცირების პროცედურა, რომელიც მინიმუმ უნდა მოიცავდეს:

ა) პროგნოზირებადი: პროგნოზირების პროცესს, რომელმაც საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეების ცვლიანობის გრაფიკის შემოწმებით უნდა გამოავლინოს დაღლილობის საფრთხეები, რაც ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენს ძილსა და დაღლილობაზე, აგრეთვე მათ ზეგავლენას მეთვალყურეების მუშაობაზე. შემოწმების მეთოდები მინიმუმ შეიძლება მოიცავდეს:

ა.ა.)  საწარმოების ან ინდუსტრიის გამოცდილებას და შეგროვილ მონაცემებს მსგავსი საწარმოებიდან ან სხვა ინდუსტრიისგან, რომლებიც ოპერირებენ ცვლებში ან 24 საათი;

ა.ბ) ფაქტებზე დაყრდნობილ ცვლიანობის პრაქტიკას; და

ა.გ) ბიო-მათემატიკურ მოდელს;

ბ) პროაქტიული:  პროაქტიულ პროცესს, რომელმაც საჰაერო მოძრაობის მომსახურების მიმდინარე ოპერაციებში უნდა გამოავლინოს დაღლილობის საფრთხეები. შემოწმების მეთოდები მინიმუმ უნდა მოიცავდეს:

ბ.ა) დაღლილობის საფრთხეების თვითშეტყობინებას;

ბ.ბ) დაღლილობის შესახებ გამოკითხვას;

ბ.გ) შესაბამისი საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მუშაობის შესახებ ინფორმაციას;

ბ.დ) უსაფრთხოების მონაცემთა ბაზებსა და მეცნიერულ კვლევებს;

ბ.ე) რეალურ და დაგეგმილ სამუშაო საათებს შორის განსხვავებების ანალიზსა და დაკვირვებას;

ბ.ვ) დაკვირვებებს ნორმალური ოპერირების დროს ან სპეციალური შეფასებების პერიოდში;

გ) რეაქტიული: რეაქტიულ პროცესს, რომელმაც უნდა გამოავლინოს დაღლილობის საფრთხის წვლილი იმ მოვლენების მიმართ, რომლებიც დაკავშირებულია უსაფრთხოების შესაძლო უარყოფით შედეგებთან, რათა დადგინდეს, თუ როგორ შეიძლებოდა დაღლილობის ზემოქმედების შემცირება. რეაქტიული პროცესის დაწყება შესაძლებელია განხორციელდეს ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი საფუძვლით:

გ.ა) დაღლილობის შეტყობინებით;

გ.ბ) ნებაყოფლობითი შეტყობინებით;

გ.გ) აუდიტის დასკვნით; და

გ.დ) საავიაციო მოვლენით.

7. საწარმო ვალდებულია შეიმუშაოს და დანერგოს საფრთხის შეფასების პროცედურა, რათა განსაზღვროს, როდის არის საჭირო საფრთხის შემცირება. საფრთხის შეფასების პროცედურამ უნდა უზრუნველყოს დაღლილობის საფრთხეების იდენტიფიცირება და დაუკავშიროს ისინი:

ა) სამუშაო პროცესებს;

ბ) მათ ალბათობას;

გ) შესაძლო შედეგებს; და

დ) არსებული პრევენციული ღონისძიებისა და ოპერირების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებისთვის მიღებული ზომების ეფექტურობას.

8. საწარმო ვალდებულია შეიმუშაოს და დანერგოს დაღლილობასთან დაკავშირებული რისკის შემცირების პროცედურები, რომლებიც:

ა) აირჩევს რისკების შემცირების მიზნით შესაბამის ქმედებებს;

ბ) დანერგავს შერჩეულ შესაბამის ქმედებას; და

გ) განახორციელებს რისკის შემცირების ქმედებების ეფექტურობის დაკვირვებას.

9. საწარმო ვალდებულია შეიმუშაოს და შეინარჩუნოს დაღლილობასთან დაკავშირებული რისკების მართვის სისტემის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესი, რათა:

ა) უზრუნველყოს დაღლილობასთან დაკავშირებული რისკების მართვის სისტემის მუშაობის უწყვეტი მონიტორინგი, ტენდენციების ანალიზი და შეფასება, რათა გადამოწმდეს დაღლილობასთან დაკავშირებული რისკების მართვის სისტემის ეფექტურობა. მონაცემთა წყაროები მინიმუმ უნდა მოიცავდეს:

ა.ა) რისკების შეტყობინებას და მოკვლევებს;

ა.ბ) აუდიტებსა და გამოკითხვებს; და

ა.გ) დაღლილობის შესწავლასა და განხილვას;

ბ) უზრუნველყოს  ცვლილების მართვის ფორმალური პროცესი, რომელიც მინიმუმ უნდა მოიცავდეს:

ბ.ა) სამუშაო გარემოს ცვლილების იდენტიფიცირებას, რომელმაც შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს დაღლილობასთან დაკავშირებული რისკების მართვის სისტემაზე;

ბ.ბ) ორგანიზაციული ცვლილების იდენტიფიცირებას, რომელმაც შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს დაღლილობასთან დაკავშირებული რისკების მართვის სისტემაზე;

ბ.გ) ცვლილებების განხორციელებამდე ყველა იმ მექანიზმის განხილვას, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს დაღლილობასთან დაკავშირებული რისკების მართვის სისტემის მუშაობის შესანარჩუნებლად ან გასაუმჯობესებლად; და

გ) უზრუნველყოს დაღლილობასთან დაკავშირებული რისკების მართვის სისტემის მუდმივი გაუმჯობესება, რომელიც მინიმუმ უნდა მოიცავდეს:

გ.ა) არსებული პრევენციული ღონისძიებების და ოპერირების ჩვეულ რეჟიმში დასაბრუნებლად მისაღები ზომების გაუქმებას ან/და ცვლილებას, რომლებსაც  მოჰყვა გაუთვალისწინებელი შედეგები, ან რომლებიც აღარ არის საჭირო სამუშაო გარემოს ან საორგანიზაციო სახის  ცვლილებებიდან გამომდინარე;

გ.ბ) ობიექტების, ტექნიკური საშუალებების, დოკუმენტებისა და პროცედურების პერიოდულ შეფასებას; და

გ.გ) ახალი პროცესების და პროცედურების  აუცილებლობის განსაზღვრას, დაღლილობასთან დაკავშირებული საფრთხეების შემცირების მიზნით.

10. საწარმო, აღნიშნული სისტემის ფარგლებში, ვალდებულია დანერგოს   დაღლილობასთან დაკავშირებული რისკების მართვის სისტემის შესახებ ცნობიერების ამაღლების პროცესი, რომელიც უნდა მოიცავდეს:

ბ.ა) სასწავლო პროგრამებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს მენეჯმენტის, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეების და ყველა სხვა პერსონალის კომპეტენცია მათი პასუხიმგებლობების შესაბამისად; და

ბ.ბ)  დაღლილობასთან დაკავშირებული რისკების მართვის სისტემის ეფექტური კომუნიკაციის გეგმას, რომელშიც:

ბ.ბ.ა) განმარტებული იქნება დაღლილობასთან დაკავშირებული რისკების მართვის სისტემის პოლიტიკა, პროცედურები და თითოეული დაინტერესებული მხარის პასუხისმგებლობები; და

ბ.ბ.ბ) აღწერილი იქნება დაღლილობასთან დაკავშირებული რისკების მართვის სისტემასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება და მისი გავრცელების გზები.

11. საწარმოს დაღლილობასთან დაკავშირებული რისკების მართვის სისტემა ინტეგრირებული უნდა იყოს საწარმოს უსაფრთხოების მართვის სისტემაში და შეთანხმებული სააგენტოსთან