1. საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურების  გაწევაში ჩართული პერსონალი უნდა ფლობდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემულ საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოწმობას, რომელსაც გააჩნია მოქმედი სამეთვალყურეო პუნქტზე დაშვება.

2. დაუშვებელია  საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის  მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება, თუ ის იმყოფება ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ.

3. საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურების უსაფრთხოდ უზრუნველყოფის მიზნით, საწარმო ვალდებულია შეიმუშაოს  ობიექტური, გამჭირვალე და არადისკმინაციული  პროცედურა ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენების შემოწმების შესახებ.

შენიშვნა: ფსიქოაქტიური ნივთიერებების ჩამონათვალი მოცემულია საქართველოს კანონში „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“.

4. ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენების შემოწმების პროცედურის შემუშავებისას საწარმო ვალდებულია გაითვალისწინოს საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეთა პერსონალური მონაცემების დაცვა,   საქართველოს კანონმდებლობა რანდომიზებული კვლევის ჩატარების  შესახებ და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 20 ოქტომბრის №234 ბრძანებით დამტკიცებული „საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის/მეთვალყურე-შეგირდის და მათი სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირების წესის“ მე-9 მუხლის მოთხოვნები.

5. ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენების შემოწმების პროცედურა მინიმუმ უნდა მოიცავდეს:

ა) პროცედურის დაწყების მექანიზმს და პასუხისმგებლობებს;

ბ) შემოწმების დროს და ადგილმდებარეობას;

გ) შემოწმებაზე პასუხისმგებელი პირი/სამსახური;

დ) შემოწმების პროცესს;

ე) ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენების საზღვრებს;

ვ) საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მიერ ფსიქოაქტიური ნივთიერების გამოყენების დადგენის შემდგომ ქმედებებს;

ზ) გასაჩივრების პროცედურას.

6. ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენებასთან დაკავშირებით საწარმო ვალდებულია:

ა) ჩაატაროს პერიოდული სწავლებები ან მიაწოდოს საგანმანათლებლო მასალა საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეებს, რომლიც მინიმუმ უნდა მოიცავს შემდეგ საკითხებს:

ა.ა) ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავლენა ადამიანზე და საჰაერო მოძრაობის მომსახურებაზე;

ა.ბ) ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებით საწარმოში დადგენილი პროცედურები; და

ა.გ) მეთვალყურეების ინდივიდუალური პასუხისმგებლობა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ბ) უზრუნველყოს ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებული საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეების შესაბამისი დახმარება;

გ) წაახალისოს ის საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეები, რომლებსაც მიაჩნიათ რომ მათ შეიძლება აქვთ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე  დამოკიდებულება, რათა მათ მოიძიონ და მიიღონ დახმარება, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება საწარმოს მიერ;

დ) უზრუნველყოს,  საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეების მიმართ  თანმიმდევრული, სამართლიანი და თანასწორი მიდგომა ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენებასთან დაკავშირებით; და

ე) საავიაციო მოვლენის მოკვლევის პროცედურების განსაზღვრა, რომელიც ითვალისწინებს ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენებას, როგორც ხელშემწყობ ფაქტორად.

7. საწარმო ვალდებულია ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენების შემოწმების პროცედურა ასახოს სმმ-ის სახელმძღვანელოს პირველი ნაწილშ