1. საწარმო ვალდებულია შეიმუშაოს და აწარმოოს საჰაერო მოძრაობის მომსახურების სახელმძღვანელო (შემდგომში „სმმ-ის სახელმძღვანელო“), სადაც აისახება საწარმოს  პროცესები და პროცედურები.

2. საწარმომ სმმ-ის სახელმძღვანელოს შემუშავებისას, უნდა იხელმძღვანელოს  იკაოს ოფიციალური გამოცემებით:

ა) Doc.4444-„საჰაერო მოძრაობის ორგანიზების  სახელმძღვანელო“;

ბ) Doc.7030- „დამატებითი რეგიონული სახელმძღვანელო “;

გ) Doc.9426-„საჰაერო მოძრაობის მომსახურების დაგეგმვის სახელმძღვანელო“ .

3. იმ შემთხვევაში, როდესაც  საწარმო მომსახურებას უზრუნველყოფს რამდენიმე ადგილიდან/პუნქტიდან, სმმ-ის სახელმძღვანელო უნდა გამოქვეყნდეს ორ ნაწილად:

ა)  სმმ-ის სახელმძღვანელოს პირველი ნაწილი შეეხება საჰაერო მოძრაობის მომსახურების ყველა ერთეულს, სადაც  საწარმო ახორციელებს  მომსახურებას;

ბ)  სმმ-ის სახელმძღვანელოს მე-2 ნაწილი (პუნქტის სპეციფიკური პროცედურები) შეეხება სმმ-ის ცალკეულ პუნქტს და მოიცავს მხოლოდ ამ პუნქტის მიერ გამოსაყენებელ პროცედურებს.

4. იქ, სადაც საწარმო მომსახურებას უზრუნველყოფს მხოლოდ ერთი ადგილიდან, სმმ-ის სახელმძღვანელოს პირველი და მეორე ნაწილების კომპონენტები შეიძლება გაერთიანდეს ერთ დოკუმენტად.

5. იმ შემთხვევაში, როდესაც  საწარმო გამოსცემს სმმ-ის სახელმძღვანელოს მე-2 ნაწილს, სმმ-ის სახელმძღვანელოს მე-2 ნაწილი უნდა გამოიცეს სმმ-ის ყოველი პუნქტისთვის.

6. სახელმძღვანელო უნდა დამტკიცდეს საწარმოს ხელმძღვანელის მიე