1. საწარმო ვალდებულია დაადგინოს საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უზრუნველყოს დადგენილი კვალიფიკაციის  შენარჩუნება/ამაღლება იმ პერსონალის მიმართ, რომელიც ეწევა საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურებას, საფრენოსნო მონაცემების დამუშავებას და საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეთა უშუალო ხელმძღვანელობას ცვლაში (ფრენების ხელმძღვანელი, უფროსი მეთვალყურე).

2. საწარმო ვალდებულია შეიმუშაოს და დანერგოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პერსონალის  სასწავლო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს პერსონალის მომზადებას და კვალიფიკაციის შენარჩუნებას/ამაღლებას მათზე დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად.

3. სასწავლო პროგრამის შინაარსი და მოცულობა უნდა შეესაბამებოდეს თითოეული პერსონალის ფუნქციური დატვირთვის მოცულობას საჰაერო მოძრაობის მომსახურებაში.

4. სასწავლო პროგრამა მორგებული უნდა იყოს ცალკეული პერსონალის საჭიროებებთან და მათ ფუნქციებთან საჰაერო მოძრაობის მომსახურების ფარგლებში.

5. სმმ-ის გაწევაში ჩართული პერსონალის სათანადო კვალიფიკაციის მისაღებად საწარმოს   სასწავლო პროგრამა უნდა მოიცავდეს:

ა)  პირველად სწავლებას, რომელიც ასევე მოიცავს პრაქტიკულ სწავლებას (სამუშაო ადგილზე სწავლება), რომელიც ტარდება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირის ზედამხედველობის ქვეშ, რომელსაც თავის მხრივ გავლილი აქვს ამ პუნქტით განსაზღვრული სწავლებები.  პრაქტიკული სწავლება მიმართული უნდა იყოს საწყისი სწავლების დროს მიღებული ცოდნის სამუშაო გარემოში ათვისებისკენ და უზრუნველყოს პერსონალის დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობა;

ბ) განმეორებით სწავლებას, რომელიც ტარდება მინიმუმ სამ წელიწადში ერთხელ და მიმართულია კვალიფიკაციის შენარჩუნებისკენ. განმეორებითი სწავლება უნდა მოიცავდეს ავარიულ ვითარებაში მყოფი სხ-ის მომსახურებას,  ტექნიკური საშუალებების მტყუნების შემთხვევაში მომსახურების უზრუნველყოფას, საგანგებო ვითარებაში მოქმედებას და ადამიანურ ფაქტორებს;

გ) სპეციალიზებულ სწავლებას, რომელიც მიმართულია ახალი ან შეცვლილი ფუნქციების, წესების, პროცედურების, მოწყობილობების და  სისტემების ათვისებისკენ.

6. საწარმომ ვალდებულია განახორციელოს სწავლების ჩატარების საჭიროების ანალიზი, რომელიც შედგება შემდეგი საფეხურებისაგან:

ა) საწარმოს პერსონალის სწავლების სამიზნე ჯგუფების განსაზღვრა საჰაერო მოძრაობის მომსახურებაში მათი ფუნქციების შესაბამისად;

ბ) იმ ცოდნისა და პროფესიული დონის განსაზღვრა, რომელიც საჭიროა მომსახურებასთან დაკავშირებული ყოველი მოვალეობის შესასრულებლად და მოეთხოვება პერსონალის თითოეულ ჯგუფს;

გ) ანალიზის ჩატარება პერსონალის არსებული უნარების, ცოდნის და მომსახურებასთან დაკავშირებული მოვალეობების ეფექტური განხორციელებისათვის საჭირო უნარებსა და ცოდნას შორის  სხვაობის დასადგენად;

დ)  თითოეული ჯგუფისათვის უნარებისა და ცოდნის შეძენისადმი მიდგომის შემუშავება ისეთი სასწავლო პროგრამის შედგენის მიზნით, რომელიც მორგებული იქნება მომსახურების მართვაში ჩართულ თითოეულ პირსა ან ჯგუფზე. სასწავლო პროგრამაში ასევე გასათვალისწინებელია პერსონალის მიმდინარე ცოდნა მომსახურეობის კუთხით და პროფესიული დონის ამაღლების აუცილებლობა, რომელიც, როგორც წესი, ხორციელდება სპეციალიზებული სწავლების მეშვეობით.

7. საწარმო ვალდებულია სმმ-ის გაწევაში ჩართული პერსონალისთვის უზრუნველყოს პერიოდულად კომპეტენციის შეფასება.

8. პერსონალის სათანადო კვალიფიკაციის შესანარჩუნებლად, საწარმო შეიმუშავებს სმმ-ის პერსონალის სასწავლო გეგმას და უზრუნველყოფს მის პერიოდულ განახლებას.

9. პერსონალის სწავლების წლიური გეგმა უნდა მოიცავდეს:

ა)  იმ პერსონალის (თანამდებობების)  ჩამონათვალს, ვისაც ესაჭიროება სწავლება;

ბ) სწავლების   ხანგრძლივობას;

გ)  სასწავლო კურსის ტიპს.

10. საწარმო ვალდებულია აწარმოოს პერსონალის სწავლების რეესტრი, რომელშიც, მინიმუმ, ასახული უნდა იყოს პერსონალის სახელი და გვარი, ყველა გავლილი სწავლების დასახელება, სწავლების ჩატარების თარიღი და შეფასება.

11. საწარმო ვალდებულია  უზრუნველყოს სმმ-ის პერსონალის სწავლების შედეგების შენახვა პერსონალის დასაქმების მთელი პერიოდის განმავლობაში.

12. საწარმო  ვალდებულია შეიმუშაოს პროცედურა, რომელიც აღწერს სწავლების განმახორციელებელი პერსონალის პირველადი კომპეტენციის შეფასების და მათი შემდგომი კვალიფიკაციის შენარჩუნების პროცესს.
თავი III
საჰაერო მოძრაობის მომსახურების სახელმძღვანე