1. სმმ-ის სახელმძღვანელოს პირველ ფურცელზე უნდა აისახოს დოკუმენტის დამტკიცების თარიღი და ნებისმიერი შემდგომი შესწორების თარიღი. გარდა ამისა, ყოველ ფურცელზე უნდა მიეთითოს:

ა)  გამომცემი საწარმოს სახელწოდება;

ბ)  ფურცლის ნომერი;

გ)  პარაგრაფი; და

დ) ნაწილის ნომერი.

2. სმმ-ის სახელმძღვანელოში ცვლილება უნდა შევიდეს რეგულარულად შესაბამისი სამსახურის მიერ ფურცლების შეცვლით, როგორც ეს აღწერილია საწარმოს მართვის სისტემის სახელმძღვანელოში.

3. შეცვლილი ფურცლის შესახებ მითითება უნდა გაკეთდეს ვერტიკალური ხაზის გამოყენებით, ფურცლის გარე მინდორზე, შემდეგნაირად:

ა)  ვერტიკალური ხაზი ტექსტის ან დიაგრამის გვერდით მიუთითებს შესწორებული პუნქტის შესახებ;

ბ)  არ მიეთითება გარკვეული სარედაქციო ან ტიპოგრაფიული ცვლილება;

გ)  ვერტიკალური ხაზი შეუვსებელ ადგილზე ტექსტებს შუა მიუთითებს პუნქტის ამოღების შესახებ; და

დ) შესწორების ნომერი უნდა აისახოს ფურცლის თარიღის ქვევით.

4. სასწრაფოდ განსახორციელებელი ცვლილებები ან დროებითი პროცედურები უნდა გავრცელდეს დამატებითი პროცედურების გამოცემით, რომლებიც განიხილება როგორც ძირითადი ტექსტის ნაწილი, სანამ არ შევა ჩვეული შესწორების სახით ან არ გაუქმდება. დამატებითი პროცედურები ინახება სპეციალურ ნაწილში, სახელმძღვანელოს ბოლოს, მანამ, სანამ იქნება მისი საჭიროება.

5. არანაირი ცვლილება არ შედის სმმ-ის სახელმძღვანელოს პროცედურებში, გარდა შესწორებისა ან დამატებითი პროცედურებისა. ნებისმიერი შესწორება სანქცირებული უნდა იყოს:

ა)  საწარმოს მოქმედი სმმ-ის ხელმძღვანელი პირის მიერ, როდესაც შესწორებები შედის სმმ-ის სახელმძღვანელოს პირველ ნაწილში; ან

ბ)  სმმ-ის შესაბამისი პუნქტის ხელმძღვანელი პირის მიერ, როდესაც შესწორებები შედის სმმ-ის სახელმძღვანელოს მე-2 ნაწილში;

6. საწარმო ვალდებულია უზრუნველყოს სახელმძღვანელოში შესწორებების შეტანა მოთხოვნის შესაბამისად ისე, რომ მასში უზრუნველყოფილი იყოს  საწარმოს ორგანიზაციული მოწყობის, მომსახურების და საშუალებების მიმდინარე აღწერ