1. საწარმო ვალდებულია უზრუნველყოს შეთანხმებების გაფორმება სმმ-ის მოსაზღვრე პუნქტებს შორის კოორდინაციის თაობაზე, შესაბამის  საწარმოსთან. შეთანხმებებში უნდა აღიწეროს დამატებითი პროცედურები, სიტყვიერი კოორდინაციის მინიმუმამდე დასაყვანად და სმმ-ის მოსაზღვრე პუნქტებს შორის პროცედურების შეთავსების უზრუნველყოფის მიზნით. სმმ-ის მოსაზღვრე პუნქტებს შორის შეთანხმებები დამტკიცებული და ხელმოწერილი უნდა იყოს ორივე საწარმოს ხელმძღვანელის მიერ.

2. ყველა შეთანხმების ასლი უნდა ინახებოდეს სმმ-ის სახელმძღვანელოს მე-2 ნაწილში.

3. შეთანხმება შესაბამისად უნდა მოიცავდეს:

ა) პასუხისმგებლობების არეებს და საერთო ინტერესების, საჰაერო სივრცის სტრუქტურის და საჰაერო სივრცის კლასიფიკაციის აღწერას და განსაზღვრას;

ბ) სმმ-ის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობის ნებისმიერი სახის დელეგირებას;

გ) ფრენის გეგმის და სამეთვალყურეო მონაცემების გაცვლის პროცედურებს, მათ შორის ავტომატიზებული და სიტყვიერი კოორდინაციის შეტყობინებებს;

დ)   კავშირის საშუალებებს;

ე)    ნებართვების მიღებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებსა და პროცედურებს;

ვ)    მართვის გადაცემის ძირითად წერტილებს, ეშელონებს ან დროს;

ზ)   კავშირის გადაცემის  ძირითად წერტილებს, ეშელონებს ან დროს;

თ)   მართვის გადაცემის და მიღების პირობებს;

ი)    სმმ-ის სარადიოლოკაციო  სისტემების კოორდინაციის პროცედურებს;

კ)    მრლ-ის კოდის დაწესების პროცედურებს;

ლ)  პროცედურებს გამფრენი საჰაერო მოძრაობის ნაკადებისთვის;

მ)    პროცედურებს მომფრენ საჰაერო მოძრაობის ნაკადისთვის და მოცდის დადგენილ საკონტროლო წერტილებს;

ნ)    საგანგებო ვითარებაში მოქმედების პროცედურებს;

ო)   სხვა ნებისმიერ პირობებს ან ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია ფრენის მართვის კოორდინაციასა და გადაცემასთან.
თავი IV
კოორდინაც