1. ობიექტური კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით, საწარმო ვალდებულია ყოველი სმმ-ის პუნქტისთვის ბეჭდვითი ან ელექტრონული სახით აღრიცხოს შემდეგი სახის ინფორმაცია:
ა) საავიაციო მოვლენები, მიუხედავად იმისა, საჭიროა თუ არა ამ მოვლენაზე ცალკე მოხსენების წარდგენა;
ბ) მონაცემები ადზ-სა და სამიმოსვლო ბილიკზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია აეროდრომის შესახებ;
გ) ტექნიკური საშუალებების სტატუსისა და პროცედურების შეცვლა.
2. ინფორმაციის აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირი განისაზღვრება სახელმძღვანელო დოკუმენტით.
3. ბეჭდვითი სახით ინფორმაციის აღრიცხვის შემთხვევაში საწარმომ სათანადო ჟურნალებით უნდა უზრუნველყოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული და სმმ-ის სახელმძღვანელოში განსაზღვროს ჟურნალის წარმოების და შენახვის წესი