1. საწარმო ვალდებულია  გამოაქვეყნოს ინფორმაცია  საოპერაციო პერსონალისთვის დირექტივის სახით, რათა პერსონალი ინფორმირებული იყოს  უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შესახებ.

2. საწარმოს დირექტივები გამოიცემა შემდეგი სახით:

ა) ოპერატიული ბარათები ან ოპერატიული ხასიათის ტოლფასი ინფორმაცია, რომელიც ძალაშია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (ერთი წელი და მეტი). ოპერატიული ბარათები უნდა დაინომროს თანმიმდევრულად;

ბ) ოპერატიული ბიულეტენები ან ოპერატიული ხასიათის ტოლფასი ინფორმაცია, რომელიც არის დროებითი და ხანმოკლე ხასიათის და ძალაშია 3 თვის ან ნაკლები პერიოდის განმავლობაში. ოპერატიული ბიულეტენები უნდა დაინომროს თანმიმდევრულად;

გ) პერსონალის ჩანაწერები ან ტოლფასი ინფორმაცია, რომელიც არის მხოლოდ ადმინისტრაციული ან ინფორმაციული ხასიათის.

3. საწარმოს დირექტივა უნდა გაუქმდეს, როდესაც მასში მოცემული ინფორმაცია აღარ არის მოქმედი ან ამოეწურა მოქმედების ვადა. საწარმოს მიმდინარე დირექტივების (ოპერატიული ბარათები, ოპერატიული ბიულეტენები და პერსონალის ჩანაწერები) აღრიცხვა უნდა განხორციელდეს  ცალ-ცალკ