1. ექსპლუატანტის მოთხოვნით, მას ან მის მიერ დანიშნულ წარმომადგენელს, შეთანხმებული პროცედურების შესაბამისად, შეძლებისდაგვარად დაუყოვნებლივ წარედგინება სმმ-ის პუნქტის მიერ მიღებული შეტყობინება მათი ხელმძღვანელობით მიმდინარე ფრენის შესახებ (მათ შორის, სხ-ის ადგილმდებარეობა).

შენიშვნა: საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტები, საკუთარი მოვალეობების შესრულებისას, სათანადოდ ითვალისწინებენ მათი მოვალეობებიდან გამომდინარე ექსპლუატანტის მოთხოვნებს, რომლებიც მითითებულია „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ” სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის №203 ბრძანებაში და საჭიროებისას, ექსპლუატანტს ან მის მიერ დანიშნულ წარმომადგენელს წარუდგენენ არსებულ ინფორმაციას.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც ცხადი ხდება მომფრენი სხ-ის დაგვიანება, ექსპლუატანტს ან მის მიერ დანიშნულ წარმომადგენელს, შეძლებისდაგვარად უნდა ეცნობოთ აღნიშნულზე და მუდმივად უნდა იყვნენ ინფორმირებულნი ამგვარი მოსალოდნელი დაგვიანების ნებისმიერი ცვლილების შესახე