ჰაერსანაოსნო ინფორმაციის სამსახურის მიერ უახლესი ფრენისწინა ინფორმაციის უზრუნველყოფისა და საფრენოსნო ინფორმაციის საჭიროების დაკმაყოფილების მიზნით, ჰაერსანაოსნო  ინფორმაციის სამსახურებსა და  საწარმოს  შორის უნდა გაფორმდეს  შეთანხმება(თუ ჰაერსანაოსნო ინფორმაციის სამსახური არ წარმოადგენს სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სტრუქტურულ ერთეულს),  რათა საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტმა დაუყოვნებლივ აცნობოს ჰაერსანაოსნო ინფორმაციის  სამსახურს:

ა)  ინფორმაცია აეროდრომზე არსებული პირობების შესახებ;

ბ) ინფორმაცია შესაბამისი მოწყობილობების, მომსახურების და სააერნაოსნო საშუალებების საექსპლუატაციო მდგომარეობის შესახებ, საკუთარი პასუხისმგებლობის რაიონში;

გ)    ინფორმაცია ვულკანური მოქმედების შესახებ, რომელიც შენიშნა საჰაერო მოძრაობის მომსახურების პერსონალმა ან გადაიცა სხ-ის მიერ;

დ)   ნებისმიერი სხვა ფრენებისთვის  აუცილებელი ინფორმაცია.

შენიშვნა 1: სააერნაოსნო სისტემაში (მაგ: სტანდარტული სახელსაწყო გაფრენის და სტანდარტული სახელსაწყო მოფრენის პროცედურები) ცვლილებების განხორციელებამდე, მსგავს ცვლილებებზე პასუხისმგებელი სამსახურები ითვალისწინებენ დროს, რომელიც საჭიროა ჰაერსანაოსნო მომსახურების სამსახურისთვის გამოსაქვეყნებლად განკუთვნილი შესაბამისი მასალების მოსამზადებლად, გასაფორმებლად და გამოსაცემად. ამდენად, ჰაერსანაოსნო მომსახურების სამსახურისთვის აღნიშნული მონაცემების დროულად წარდგენის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია მჭიდრო კოორდინაცია დაინტერესებულ სამსახურებს შორის.

შენიშვნა 2: საწარმო, რომელიც პასუხისმგებელია ჰაერსანაოსნო მომსახურების სამსახურისთვის საწყისი ინფორმაციის/მონაცემების წარდგენაზე, ითვალისწინებს მოთხოვნებს ჰაერსანაოსნო მონაცემების სიზუსტესა და სისრულეზე, რომლებიც მოცემულია „ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიმწოდებლების, მათი უფლება-მოვალეობების და ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ოქტომბერის  №471 დადგენილებაში.

შენიშვნა 3: NОТАМ-ის, SNOWTAM-ის და ASHTAM-ის გამოქვეყნების მიმართ ტექნიკური მოთხოვნები მოცემულია სსიპ-სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 2 თებერვლის №24 ბრძანებაში „ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურების წესის“ დამტკიცების შესახებ.

შენიშვნა 4: შეტყობინება ვულკანური მოქმედების შესახებ  ინფორმაცია,  აღწერილია ტექნიკური რეგლამენტის "საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის" დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325 დადგენილებაში.

შენიშვნა 5: AIRAC-ის ინფორმაცია ვრცელდება სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურის მიერ, AIRAC- ის  სისტემით ძალაში შესვლის თარიღამდე სულ მცირე 42 დღით ადრე, რათა მიმღებმა ინფორმაცია მიიღოს ძალაში შესვლის თარიღამდე სულ მცირე 28 დღით ადრ