1. სამსახურმა უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა სათანადოდ ორგანიზებული ხარისხის სისტემის დასანერგად, რომელიც შეიცავს თითოეულ ფუნქციონალურ ეტაპზე ხარისხის მართვის განსახორციელებლად აუცილებელ პროცედურებს, პროცესებს და რესურსებს. ხარისხის მართვის განხორციელება უნდა იყოს დემონსტრირებული თითოეულ ფუნქციონალურ ეტაპზე. გარდა ამისა, სამსახურმა უნდა უზრუნველყოს ისეთი პროცედურების დადგენა, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ჰაერსანაოსნო მონაცემების შექმნის წყაროს მიკვლევა ამ მონაცემების წარმოქმნის/შენახვის ან გამოყენების ფაზებში აღმოჩენილი ანომალიების ან მცდარი მონაცემების კორექტირების მიზნით.
შენიშვნა: ხარისხის მართვის სისტემის მარეგულირებელი მოთხოვნები მოცემულია სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 2 თებერვლის №24 ბრძანებით დამტკიცებულ „ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურების წესში.“
2. სამსახური უზრუნველყოფს, რომ:
ა) რუკაზე ჰაერსანაოსნო მონაცემების გარჩევადობის ხარისხი იყოს იგივე, რაც განსაზღვრულია კონკრეტული რუკისთვის;
შენიშვნა: რუკების სააერნაოსნო მონაცემების გარჩევადობასთან დაკავშირებული სპეციფიკაციები მოცემულია ICAO Doc 10066-ის (PANS-AIM) 1-ელ დამატებაში.
ბ) ჰაერსანაოსნო მონაცემების მთლიანობა იყოს შენარჩუნებული მონაცემთა შექმნიდან სავარაუდო მომხმარებლისთვის გადაცემამდე მთელი პროცესის განმავლობაში;
შენიშვნა: ჰაერსანაოსნო მონაცემების მთლიანობის კლასიფიკაციასთან დაკავშირებული სპეციფიკაციები მოცემულია ICAO Doc 10066-ის (PANS-AIM) 1-ელ დამატებაში.
გ) მონაცემთა შეცდომების ციფრული გამოვლენა უნდა განხორციელდეს ჰაერსანაოსნო მონაცემების და ციფრული მონაცემთა ნაკრების გადაცემის ან/და შენახვის დროს.
შენიშვნა 1: ჰაერსანაოსნო მონაცემებისთვის მთლიანობის კლასიფიკაციის სპეციფიკაციები მოცემულია ICAO Doc 10066-ის (PANS-AIM) 1-ელ დამატებაში;
შენიშვნა 2: მონაცემთა შეცდომების ციფრული გამოვლენის ტექნიკების დეტალური სპეციფიკაციები მოცემულია ICAO Doc 10066-ში (PANS AIM)