1. რუკაზე რელიეფის ზედაპირი უნდა იყოს გამოსახული იმგვარად, რომ დაკმაყოფილდეს რუკის მომხმარებელთა მოთხოვნები, რომლებიც ეხება:
ა) ორიენტირებასა და ამოცნობას;
ბ) მიდამოზე გადაფრენის უსაფრთხო სიმაღლეს;
გ) გასაგებად გამოსახულ სააერნაოსნო ინფორმაციას;
დ) დაგეგმვას.
შენიშვნა: რელიეფის ზედაპირი, როგორც წესი, აღინიშნება ჰორიზონტალების, ჰიფსომეტრიული შეფერადების, მაღლივი წერტილების აღმნიშვნელების და ბორცვების დაშტრიხვის კომბინაციით, ხოლო აღნიშვნის მეთოდი შეირჩევა რუკის ხასიათის, მასშტაბისა და დანიშნულების მიხედვით.
2. ჰიფსომეტრიული შეფერადების მეშვეობით რელიეფის ზედაპირის გამოსახვისას, სახელმძღვანელო მასალა უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის №4 დანართის (ჰიპსომეტრიული ელფერის მეშვეობით რელიეფის გამოსახვა რუკაზე) მოთხოვნებს.
3. რუკაზე გამოსახული მაღლივი წერტილები აღნიშნავს ცალკეულ კრიტიკულ წერტილებს.
4. მაღლივი წერტილების არასაკმარისად ზუსტ მნიშვნელობას წინ უძღვის ნიშანი „±“