1. მანძილები უნდა იყოს განსაზღვრული გეოდეზიური მანძილებით.
2. რუკაზე მანძილი უნდა იყოს გამოსახული კილომეტრებით ან საზღვაო მილებით ან ორივე მათგანით იმ პირობით, რომ ეს საზომი ერთეულები მკაფიოდაა გამიჯნული.
3. აბსოლუტური სიმაღლეები, შემაღლებები და ფარდობითი სიმაღლეები უნდა იყოს გამოსახული ფუტებით ან მეტრებით, ან ორივე მათგანით იმ პირობით, რომ ეს საზომი ერთეულები მკაფიოდაა გამიჯნული.
4. ხაზოვანი ზომები, რომლებიც ეხება აეროდრომებსა და მცირე დისტანციებს, უნდა იყოს გამოსახული მეტრებით.
5. მანძილების, განზომილებების, შემაღლებებისა და ფარდობითი სიმაღლეების გარჩევადობის ხარისხი უნდა იყოს იგივე, რაც განსაზღვრულია კონკრეტული რუკისთვის.
6. საზომი ერთეულები, რომლებიც გამოიყენება მანძილების, აბსოლუტური სიმაღლეების, შემაღლებებისა და ფარდობითი სიმაღლეების გამოსახატავად, მკაფიოდ უნდა იყოს აღნიშნული თითოეული რუკის წინა მხარეს.
7. საზომი ერთეულების გადაყვანის ცხრილი (კილომეტრები/საზღვაო მილებში, მეტრები/ფუტებში) უნდა იყოს უზრუნველყოფილი ყოველ რუკაზე, სადაც მოცემულია მანძილი, შემაღლება ან აბსოლუტური სიმაღლე. საზომი ერთეულების გადაყვანის ცხრილი უნდა განთავსდეს რუკის წინა მხარე