1. რუკა, მის გამოქვეყნებამდე, უნდა შეთანხმდეს სააგენტოსთან, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ხდება არსებული რუკის განახლება.
2. სამსახურმა სააგენტოს წერილობით უნდა წარუდგინოს:
ა) შესათანხმებელი რუკის პროექტი;
ბ) რუკის შედგენის აუცილებლობის აღწერა;
გ) შედგენისთვის გამოყენებული ინფორმაციის/მონაცემების აღწერა;
დ) შედგენისთვის გამოყენებული ინფორმაციის/მონაცემების წყარო;
ე) ინფორმაცია ამ წესით დადგენილი მოთხოვნების განსხვავებულად შესრულების თაობაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
3. სააგენტო განიხილავს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და იღებს გადაწყვეტილებას რუკის შეთანხმების/შეუთანხმებლობის შესახებ, რომელიც ეცნობება სამსახურს.
4. სააგენტო უარს აცხადებს რუკის შეთანხმებაზე, თუ განცხადება, თანდართული დოკუმენტები და ინფორმაცია არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს. უარის შესახებ წერილობით ეცნობება სამსახურს და მასში დეტალურად აისახება უარის თქმის მიზეზ(ებ)ი.
5. სამსახურმა უნდა უზრუნველყოს შეთანხმებული რუკის ხელმისაწვდომობა მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმი