სამსახურმა უნდა შეიმუშაოს და დანერგოს გამოქვეყნებულ რუკაში გამოვლენილი ნებისმიერი ხარვეზის, ამ წესის მოთხოვნებთან ნებისმიერი შეუსაბამობის აღრიცხვის, გაანალიზების, კორექტირების და შეტყობინების პროცედურა, რომელიც, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს:
ა) რუკის დაუყოვნებელ ამოღებას მოხმარებიდან, თუ ხარვეზი ან შეუსაბამობა გავლენას ახდენს ან შეიძლება გავლენა იქონიოს ფრენის უსაფრთხოებაზე;
ბ) ხარვეზის ან შეუსაბამობის წყაროს დადგენას, მის აღმოფხვრას და განმეორების თავიდან აცილების მიზნით პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება