1.  „სახელმძღვანელო დოკუმენტი“, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს:

ა) სამსახურის ორგანიზაციულ სტრუქტურას, ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირების სახელის, გვარის, თანამდებობის, უფლებების და მოვალეობების მითითებით;

ბ) საჭირო საკადრო რესურსების გამოთვლას;

გ)  პერსონალის კვალიფიკაციის შენარჩუნების პროცესის აღწერას;

დ) რუკების შედგენის პროცესის აღწერას;

ე) ტექნიკური საშუალებების ჩამონათვალს, რომელიც გამოიყენება რუკების შედგენისათვის;

ვ) რუკების შედგენის პროცესში ჩართული პერსონალის ფუნქციების და პასუხისმგებლობების ჩამონათვალს;

ზ) რუკების შედგენისთვის საჭირო ინფორმაციის მიღების პროცესის აღწერას;

თ) ჩანაწერების შენახვის პროცესის აღწერას;

ი) რუკების შედგენისთვის მესამე პირის მოწვევის პროცესის აღწერას;

კ) რუკების შედგენისთვის არსებული პროცედურების, ინსტრუქციების, სახელმძღვანელო მასალის ჩამონათვალს.

2. სამსახურმა უნდა უზრუნველყოს  „სახელმძღვანელო დოკუმენტის“ შემუშავება, მუდმივი განახლება და მასში ზუსტი ინფორმაციის ასახვა საჭირო ცვლილებების შეტანის გზით.

3. „სახელმძღვანელო დოკუმენტი“ შეიძლება შეიქმნას ძირითადი დოკუმენტის ან/და ცალკეული დოკუმენტების კრებულის სახი