1. წესი არეგულირებს საავიაციო რუკების შედგენას, ხელმისაწვდომობას და მუდმივ განახლებას, ასევე ადგენს ტექნიკურ და ხარისხობრივ მოთხოვნებს საავიაციო რუკების მიმართ.
2. წესის მოქმედება ვრცელდება სააერნაოსნო მომსახურების საწარმოზე (შემდგომში – სამსახური) და ასევე იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც ახორციელებენ საავიაციო რუკების შემუშავებას ან შემუშავებაში მონაწილეობას საქართველოს საჰაერო სივრცეში და ღია ზღვის თავზე არსებულ საჰაერო სივრცეში, სადაც საჰაერო მოძრაობის მომსახურებას უზრუნველყოფს საქართველო