ა) აბსოლუტური სიმაღლე – ვერტიკალური მანძილი ზღვის საშუალო დონიდან (MSL) აღნიშნულ (სასურველ) დონემდე, წერტილამდე ან ობიექტამდე;
ბ) ადამიანური ფაქტორის ასპექტები – პრინციპები, რომლებიც გამოიყენება ავიაციაში დაპროექტების, სერტიფიცირების, კადრების მომზადების, საექსპლუატაციო საქმიანობის და ტექნიკური მომსახურების მიმართ და გამიზნულია ადამიანსა და სისტემის სხვა კომპონენტებს შორის უსაფრთხო ურთიერთქმედების უზრუნველსაყოფად, ადამიანის შესაძლებლობების გათვალისწინებით;
გ) ადგილმდებარეობა (გეოგრაფიული) – კოორდინატები (განედი და გრძედი) მათემატიკურად გაანგარიშებულ რეფერენც-ელიფსოიდთან მიმართებით, რომელიც განსაზღვრავს დედამიწის ზედაპირზე წერტილის ადგილმდებარეობას;
დ) აეროდრომი – მიწის ან წყლის ზედაპირის განსაზღვრული ფართობი (შენობების, ნაგებობებისა და აღჭურვილობის ჩათვლით), რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ განკუთვნილია საჰაერო ხომალდების ასაფრენად, დასაფრენად და ზედაპირზე სამიმოსვლოდ;
ე) ასაფრენ-დასაფრენი ზოლი (ადზ) – სახმელეთო აეროდრომზე გამოყოფილი, საჰაერო ხომალდის ასაფრენ-დასაფრენად განკუთვნილი მართკუთხა ფართი;
ვ) ადზ-ის ზღურბლი (Threshold) – ადზ-ის იმ მონაკვეთის დასაწყისი, რომელიც გამოიყენება დასაფრენად;
ზ) მოსაცდელი ადგილი ადზ-თან (Runway-holding position) – განსაზღვრული ადგილი, რომელიც განკუთვნილია ადზ-ის დაბრკოლებათა შეზღუდვის ზედაპირის ან ILS/MLS-ის კრიტიკული/მგრძნობიარე არის დასაცავად, სადაც ჩერდებიან და იცდიან მოძრავი საჰაერო ხომალდები და სატრანსპორტო საშუალებები, სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტიდან მორიგი მითითების მიღებამდე.
შენიშვნა: რადიოტელეფონიის ფრაზეოლოგიაში, მოსაცდელი ადგილი ადზ-თან აღსანიშნავად გამოიყენება ფრაზა „მოცდის წერტილი“.
თ) ადზ-ზე ხილვადობის სიშორე (RVR) – მანძილი, რომლის ფარგლებშიც ადზ-ის ღერძულა ხაზზე მდებარე საჰაერო ხომალდის პილოტს შეუძლია შეამჩნიოს ადზ-ის ზედაპირის მარკირების ნიშნები ან ადზ-ის აღმნიშვნელი ან ღერძულა ხაზის სანათები;
ი) ადზ-ის წანაცვლებული ზღურბლი – ზღურბლი, რომელიც განთავსებული არ არის ადზ-ის კიდესთან;
კ) აეროდრომის საექსპლუატაციო მინიმუმები – აეროდრომის გამოყენების შეზღუდვა:
კ.ა) ასაფრენად, რომელიც გამოხატულია ადზ-ზე ხილვადობის სიშორის და/ან ხილვადობის სიდიდით და, აუცილებლობისას, ღრუბლიანობით;
კ.ბ) დასაფრენად ზუსტი შესვლის და დაფრენის განსახორციელებლად, რომელიც გამოხატულია ხილვადობის სიდიდით და/ან ადზ-ზე ხილვადობის სიშორით და გადაწყვეტილების მიღების აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლით (DA/H), შესაბამისი კატეგორიის ფრენებისთვის;
კ.გ) დასაფრენად ზუსტი შესვლის და დაფრენის განსახორციელებლად ვერტიკალურ სიბრტყეში მიმართვით, რომელიც გამოხატულია ხილვადობის სიდიდით და/ან ადზ-ზე ხილვადობის სიშორით და გადაწყვეტილების მიღების აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლით (DA/H);
კ.დ) დასაფრენად არაზუსტი სქემით შესვლის და დაფრენის განსახორციელებლად, რომელიც გამოხატულია ხილვადობის სიდიდით და/ან ადზ-ზე ხილვადობის სიშორით და დაშვების მინიმალური აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლით (MDA/H) და აუცილებლობისას ღრუბლიანობით;
ლ) აეროდრომის საკონტროლო წერტილი – აეროდრომის გეოგრაფიული ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი წერტილი;
მ) აეროდრომის დაცვის არეში მოფრენის აბსოლუტური სიმაღლე (TAA) – უმცირესი აბსოლუტური სიმაღლე, რომელიც უზრუნველყოფს სიმაღლის 300 მ-იან (1000 ფუტიან) მინიმალურ მარაგს იმ ყველა ობიექტის თავზე, რომელიც მდებარეობს არეში, რომელიც შემოსაზღვრულია 46 კმ-ის (25 საზღვაო მილის) რადიუსის რკალით, რომლის ცენტრიც მდებარეობს დასაფრენად შესვლის საწყის საკონტროლო წერტილში (IAF) ან, თუ IAF განსაზღვრული არ არის - შუალედურ საკონტროლო წერტილში (IF), და წრფეებით, რომლებიც გავლებულია IF-დან ამ რკალის ბოლოებამდე. დასაფრენად შესვლის სქემასთან დაკავშირებული TAA-ები ერთობლიობაში ფარავს საკონტროლო წერტილის (IF) ირგვლივ 360°-იან არეს;
ნ) აეროდრომის შემაღლება – დასაფრენი მოედნის ყველაზე მაღალი წერტილის შემაღლება;
ო) არეში ფრენის მინიმალური აბსოლუტური სიმაღლე (AMA) – მინიმალური აბსოლუტური სიმაღლე სახელსაწყო მეტეოროლოგიურ პირობებში (IMC), რომელიც უზრუნველყოფს მინიმალურ მანძილს დაბრკოლებებამდე საგანგებოდ დადგენილ არეში, რომელიც ჩვეულებრივ ფორმირებულია პარალელებით და მერიდიანებით;
პ) ათვლის გეოდეზიური სისტემა (Geodetic datum) – პარამეტრების მინიმალური ნაკრები, რომელიც საჭიროა ათვლის ადგილობრივი სისტემის მდებარეობისა და ორიენტირების დასადგენად, ათვლის/კოორდინატთა საერთაშორისო სისტემასთან მიმართებით;
ჟ) ბაქანი – სახმელეთო აეროდრომზე განსაზღვრული ფართობი საჰაერო ხომალდის (შემდგომში - სხ) განსალაგებლად, მასში მგზავრების ჩასხდომა-გადმოსხდომის, ტვირთისა და ფოსტის ჩატვირთვა-გადმოტვირთვის, საწვავით გამართვის, დგომის ან ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით;
რ) გამოსახულება – ინფორმაციის წარდგენა ადამიანებისთვის (ISO 19117);
ს) გამოყენება – მონაცემთა დამუშავება და მანიპულირება მომხმარებლის მოთხოვნების გათვალისწინებით (ISO 19104*);
ტ) გადასვლის აბსოლუტური სიმაღლე (Transition altitude) – აბსოლუტური სიმაღლე, რომელზეც ან რომლის ქვემოთაც საჰაერო ხომალდის ვერტიკალურ სიბრტყეში მდებარეობა კონტროლდება აბსოლუტური სიმაღლეების მიხედვით;
უ) გადართვის წერტილი – მეტად მაღალი სიხშირის (მმს) რადიოშუქურაზე ორიენტაციით განსაზღვრული წერტილი, რომელზეც სმმ-ს მარშრუტის მონაკვეთზე სხ-ის ფრენისას, მოსალოდნელია ძირითადი ორიენტაციის გადატანა სხ-ის უკან მდებარე სანაოსნო საშუალებებიდან მის წინ მდებარე მომდევნო საშუალებაზე;
შენიშვნა: გადართვის წერტილები დადგენილია სააერნაოსნო საშუალებებს შორის სიგნალების სიმძლავრისა და ხარისხის ოპტიმალური გაწონასწორების უზრუნველსაყოფად ყველა გამოყენებულ სიმაღლეზე და მარშრუტის ერთსა და იმავე მონაკვეთში მფრენი ყველა სხ-ის აზიმუტში მიმართვის საერთო წყაროს უზრუნველსაყოფად;
ფ) გეოდეზიური მანძილი (Geodesic distance) – უმცირესი მანძილი მათემატიკურად განსაზღვრულ ელიფსოიდურ ზედაპირზე მდებარე ნებისმიერ ორ წერტილს შორის;
ქ) გეოიდი – ექვიპოტენციალური ზედაპირი დედამიწის გრავიტაციულ ველში, რომელიც ემთხვევა წყნარი ზღვის საშუალო დონეს (MSL) და მის გაგრძელებას კონტინენტზე;
შენიშვნა: გეოიდს აქვს არარეგულარული ფორმა ლოკალური გრავიტაციული ზემოქმედებების გამო (წყლის მიქცევა-მოქცევა, მარილიანობა და დინებები და ა.შ.), ხოლო სიმძიმის ძალის მიმართულება გეოიდის ზედაპირის პერპენდიკულარულია ნებისმიერ მის წერტილში.
ღ) გეოიდის ტალღა – მანძილი (დადებითი ან უარყოფითი მნიშვნელობა) გეოიდის ზედაპირსა და მათემატიკურად განსაზღვრულ რეფერენს-ელიფსოიდის ზედაპირს შორის;
შენიშვნა: 1984 წლის მსოფლიო გეოდეზიური სისტემით (WGS-84) განსაზღვრული ელიფსოიდიდან გამომდინარე, WGS-84 გეოიდის ტალღა წარმოადგენს სხვაობას WGS-84 ელიფსოიდურ სიმაღლესა და ორთომეტრულ სიმაღლეს შორის.
ყ) გლისადა – დაღმასვლის პროფილი, რომელიც განსაზღვრულია ვერტიკალური მიმართვისთვის დასაფრენად შესვლის დასკვნითი ეტაპის დროს;
შ) გრიგორიანული კალენდარი – საყოველთაოდ მიღებული კალენდარი, რომელიც შემოღებულია 1582 წელს წლის განსაზღვრისათვის და უფრო ზუსტია ტროპიკულ წელთან იულიანურ კალენდართან შედარებით (ISO 19108***);
შენიშვნა: გრიგორიანულ კალენდრის ჩვეულებრივ წელს აქვს 365 დღე, ხოლო ნაკიან წელს - 366 დღე, რომლებიც დაყოფილია თორმეტ თანმიმდევრულ თვედ.
ჩ) დაბრკოლება – ყველა უძრავი (დროებითი ან მუდმივი) და მოძრავი ობიექტი ან მათი ნაწილები, რომლებიც:
ჩ.ა) განლაგებულია საჰაერო ხომალდების მიწისზედა მოძრაობისთვის განკუთვნილ არეში;
ჩ.ბ) კვეთს საჰაერო ხომალდების ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განკუთვნილ დადგენილ ზედაპირს, ან
ჩ.გ) მდებარეობს ამ განსაზღვრული ზედაპირების მიღმა და შეფასებიდან გამომდინარე, წარმოადგენს საფრთხეს ჰაერნაოსნობისათვის.
შენიშვნა: ტერმინი „დაბრკოლება“ გამოიყენება რუკებზე იმ ობიექტების აღნიშვნის მიზნით, რომლებიც საჰაერო ხომალდის ფრენისთვის პოტენციურ საფრთხედ მიიჩნევა იმ ტიპის ექსპლუატაციის დროს, რომლისთვისაც შედგენილია რუკების კონკრეტული ნაკრები.
ც) დაბრკოლებების გადაფრენის აბსოლუტური სიმაღლე (OCA) ან დაბრკოლებების გადაფრენის ფარდობითი სიმაღლე (OCH) - მინიმალური აბსოლუტური ან ფარდობითი სიმაღლე ადზ-ის შესაბამისი ზღურბლის თავზე ან, შესაბამის შემთხვევაში, აეროდრომის შემაღლების თავზე, რაც გამოიყენება დაბრკოლებების გადაფრენის კრიტერიუმების დასაცავად.
შენიშვნა 1. დაბრკოლებების გადაფრენის აბსოლუტური სიმაღლე აითვლება ზღვის საშუალო დონიდან, ხოლო დაბრკოლებების გადაფრენის ფარდობითი სიმაღლე - ადზ-ის ზღურბლის შემაღლებიდან ან, დასაფრენად არაზუსტი შესვლის შემთხვევაში, აეროდრომის შემაღლებიდან ან ადზ-ის ზღურბლის შემაღლებიდან, თუ იგი 2 მ-ზე (7 ფუტზე) მეტით დაბალია აეროდრომის შემაღლებაზე. წრით დასაფრენად შესვლისას დაბრკოლებების გადაფრენის ფარდობითი სიმაღლე აითვლება აეროდრომის შემაღლებიდან;
შენიშვნა 2. იმ შემთხვევაში, როდესაც გამოიყენება ორივე ცნება, მოხერხებულობის მიზნით, შესაძლებელია შემდეგი ფორმულირების გამოყენება: „დაბრკოლებების გადაფრენის აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლე“;
შენიშვნა 3. ამ ცნების გამოყენების წესი მოცემულია ICAO Doc 8168 („სააერნაოსნო მომსახურების პროცედურები - საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია“) I ტომის I ნაწილის მე-4 სექციის 1-ელი თავის პუნქტ 1.5-სა და II ტომის I ნაწილის მე-4 სექციის მე-5 თავის პუნქტ 5.4-ში.
ძ) დაბრკოლებებისაგან თავისუფალი ზოლი (Clearway) – ხმელეთის ან წყლის ზედაპირზე მართკუთხა არე, რომელიც შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მეთვალყურეობის ქვეშაა და შერჩეულია ან მომზადებულია იმისათვის, რომ მის თავზე თვითმფრინავს შეეძლოს საწყისი სიმაღლის აღება დადგენილ ფარდობით სიმაღლემდე;
წ) დაბრკოლებებისაგან თავისუფალი არე (ОFZ) – საჰაერო სივრცე, შემოსაზღვრული დასაფრენად შესვლის შიდა ზედაპირით, შიდა გარდამავალი და შეწყვეტილი დაფრენისას მეორე წრეზე წასვლის ზედაპირებით, ასევე საფრენი ზოლის ნაწილით, სადაც არ არის უძრავი დაბრკოლება, გარდა საავიაციო მიზნებისთვის განკუთვნილი მსუბუქი მასის და მსხვრევადი საფუძველის მქონე ობიექტებისა;
ჭ) დაბრკოლებების გადაფრენის აბსოლუტური სიმაღლე (МОСА) – გარკვეულ მონაკვეთზე ფრენის აბსოლუტური მინიმალური სიმაღლე, რომელიც უზრუნველყოს საჭირო სიმაღლეს დაბრკოლებებამდე;
ხ) დასაფრენი მოედანი (Landing area) – მიმოსვლის არეს მონაკვეთი, რომელიც განკუთვნილია საჰაერო ხომალდის დასაფრენად ან ასაფრენად;
ჯ) დაფრენის მიმართულების ინდიკატორი (Landing direction indicator) – დროის მოცემულ მომენტში, ასაფრენად და დასაფრენად დადგენილი მიმართულების ვიზუალური ასახვის მოწყობილობა;
ჰ) დასაფრენად ვიზუალური შესვლის პროცედურა (Visual approach procedure) – ვიზუალურ ორიენტირებზე დაყრდნობით, წინასწარ დადგენილი მანევრების სერია დასაფრენად შესვლის საწყისი საკონტროლო წერტილიდან ან დასაფრენი მარშრუტის დასაწყისიდან (სადაც იგი გამოიყენება) იმ წერტილამდე, სადაც შესაძლებელია დაფრენის შესრულება და, თუ დაფრენა ვერ შესრულდება, მეორე წრეზე წასვლა;
ჰ1) დაფრენის და მიწიდან მოწყვეტის არე (TLOF) – მოედანი, სადაც შვეულმფრენს შეუძლია განახორციელოს დაფრენა ან ზედაპირიდან აწევა;
ჰ2) დასაფრენად შესვლის დასკვნითი საფეხურის და აფრენის არე (FATO) – დადგენილი არე, რომლის თავზეც სრულდება დასაფრენად შესვლის მანევრის დასკვნითი ეტაპი კიდურა რეჟიმამდე ან დაფრენამდე და საიდანაც იწყება აფრენის მანევრი. თუ FATO გამოიყენება იმ შვეულმფრენების მიერ, რომლებიც ფრენას ახორციელებენ 1-ელი კლასის საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, მაშინ ეს დადგენილი არე მოიცავს შეწყვეტილი აფრენისთვის არსებულ არეს;
ჰ3) დასაფრენად შესვლის დასკვნითი ეტაპის საკონტროლო წერტილი – სახელსაწყო წესით დასაფრენად შესვლის პროცედურის საკონტროლო წერტილი (ან წერტილი), საიდანაც იწყება დასაფრენად შესვლის დასკვნითი ეტაპის მონაკვეთი;
ჰ4) დასაფრენად შესვლის საბოლოო სეგმენტი (FAS) – სახელსაწყო წესით დასაფრენად შესვლის მონაკვეთი, რომლის ფარგლებშიც სრულდება ადზ-ის გასწორზე გასვლა და დასაფრენად დაშვება;
ჰ5) დასაფრენად შესვლის დასკვნითი მონაკვეთი (Final approach) – დასაფრენად სახელსაწყო შესვლის პროცედურის ნაწილი, რომელიც იწყება დასაფრენად შესვლის დასკვნითი მონაკვეთის დადგენილ საკონტროლო წერტილში ან ასეთი წერტილის არარსებობის შემთხვევაში:
ჰ5.ა) უკანასკნელი სტანდარტული ბრუნის, „იპოდრომის“ ტიპის პროცედურაში დასაფრენ სწორზე ბრუნის ან მიახლოების გზის ხაზზე ბრუნის ბოლოს, თუ ამგვარი გათვალისწინებულია, ან
ჰ5.ბ) დასაფრენად შესვლის პროცედურის ბოლო სწორზე გასვლის წერტილში და მთავრდება აეროდრომის დაცვის არეს იმ წერტილში, საიდანაც:
ჰ5.ბ.ა) შეიძლება შესრულდეს დაფრენა;
ჰ5.ბ.ბ) დაწყებულია მეორე წრეზე წასვლა;
ჰ6) დასაფრენად შესვლის საწყისი მონაკვეთი – სახელსაწყო წესით დასაფრენად შესვლის პროცედურის მონაკვეთი, დასაფრენად შესვლის საწყისი ეტაპის საკონტროლო წერტილსა და დასაფრენად შესვლის შუალედური საფეხურის საკონტროლო წერტილს შორის ან, შესაბამის შემთხვევებში, დასაფრენად შესვლის დასკვნითი საფეხურის საკონტროლო წერტილს (ან წერტილს) შორის;
ჰ7) დასაფრენად შესვლის შუალედური მონაკვეთი – სახელსაწყო წესით დასაფრენად შესვლის პროცედურის მონაკვეთი დასაფრენად შესვლის შუალედური ეტაპის საკონტროლო წერტილსა და დასაფრენად შესვლის დასკვნითი ეტაპის საკონტროლო წერტილს (ან წერტილებს) შორის ან შებრუნებული სქემის, „იპოდრომის“ ტიპის სქემის ან გზის ხაზის ბოლოსა და დასაფრენად შესვლის დასკვნითი ეტაპის საკონტროლო წერტილს შორის, შესაბამისად;
ჰ8) დასაფრენად ზუსტი შესვლის პროცედურა (Precision approach procedure) – სახელსაწყო წესით დასაფრენად შესვლის პროცედურა, აზიმუტის და გლისადის შესახებ ინფორმაციის გამოყენებით, რომელსაც იძლევა სახელსაწყო დაფრენის სისტემა (ILS) ან დასაფრენად ზუსტი შესვლის რადიოლოკატორი (РАR);
ჰ9) დაერთების მისამართი (Logon address) – დადგენილი კოდი, რომელიც გამოიყენება მონაცემთა გადაცემის ხაზის სმმ-ს პუნქტთან შესაერთებლად;
ჰ10) დამუხრუჭების ბოლო ზოლი (Stopway) – სხ-ის შეწყვეტილი აფრენისას, მის შესაჩერებლად გამოსადეგი, გასაქანად არსებული მანძილის ბოლოს განთავსებული მიწის მართკუთხა მონაკვეთი;
ჰ11) დავექტორება – საჰაერო ხომალდების სანაოსნო დამიზნება სმმ-ს დაკვირვების სისტემის საფუძველზე გარკვეული კურსის მითითებით;
ჰ12) დონე – ზოგადი ტერმინი, რომელიც შეეხება მფრენი სხ-ის მდებარეობას ვერტიკალურ სიბრტყეში და, შესაბამის შემთხვევებში, ნიშნავს ფარდობით სიმაღლეს, აბსოლუტურ სიმაღლეს ან ფრენის ეშელონს;
ჰ13) ელექტრონული საავიაციო რუკის ეკრანი – ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც საშუალებას აძლევს საფრენოსნო ეკიპაჟს მოსახერხებლად და დროულად განახორციელოს მარშრუტების დაგეგმვა, ფრენის მარშრუტის კონტროლი და ნაოსნობა, საჭირო ინფორმაციის გამოსახვის გზით;
ჰ14) ვერტოდრომი – აეროდრომი ან ნაგებობის ზედაპირზე არსებული, დადგენილი ფართობი, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ განკუთვნილია შვეულმფრენის აფრენა-დაფრენისა და მიმოსვლისთვის;
ჰ15) ვერტოდრომის საკონტროლო წერტილი (HRP) – ვერტოდრომის ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი წერტილი;
ჰ16) ზონალური ნაოსნობა (შემდგომში – RNAV) – აერნაოსნობის მეთოდი, რომელიც საშუალებას აძლევს საჰაერო ხომალდს, ფრენა განახორციელოს ნებისმიერი სასურველი ტრაექტორიით, სახმელეთო ან სათანამგზავრო სანავიგაციო საშუალებების მოქმედების არეში ან ავტონომიური საშუალებების შესაძლებლობების ფარგლებში, ან მათი კომბინაციით.
შენიშვნა: ზონალური ნაოსნობა მოიცავს მახასიათებლებზე დაფუძნებულ ნაოსნობას, ასევე სხვა სახის ფრენების შესრულებას, რომელსაც მახასიათებლებზე დაფუძნებული ნაოსნობის განმარტება არ მოიცავს.
ჰ17) თვისება – რეალური სამყაროს მოვლენის აბსტრაქცია (ISO 19101*);
ჰ18) თვისების ატრიბუტი – გეოგრაფიული ობიექტის მახასიათებელი (ISO 19101*);
შენიშვნა: თვისების ატრიბუტებია დასახელება, მასთან დაკავშირებულ მონაცემთა ტიპი და მნიშვნელობათა არე;
ჰ19) იზოგონა – თანაბარი მაგნიტური დახრის მქონე ყველა წერტილის შემაერთებელი ხაზი რუკაზე ან სქემაზე;
ჰ20) იზოგრივა – საავიაციო კარტოგრაფიული ბადის ჩრდილო მიმართულებასა და მაგნიტური მერიდიანის ჩრდილო მიმართულებას შორის თანაბარი განსხვავების მქონე კუთხეების შემაერთებელი ხაზი რუკაზე ან სქემაზე;
ჰ21) კალენდარი – დროის დისკრეტული ათვლის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საფუძველს ერთდღიანი ბიჯით დროის მდგომარეობის განსაზღვრისათვის (ISO 19108*);
ჰ22) კონტურული ხაზი – ხაზი რუკაზე ან სქემაზე, რომელიც თანაბარი სიმაღლის მქონე წერტილებს ერთმანეთთან აკავშირებს;
ჰ23) ტექნოგენური გარემო – დედამიწის ზედაპირზე ადამიანის მიერ შექმნილი ხელოვნური ნაგებობები, როგორიცაა, ქალაქები, რკინიგზა და არხები;
ჰ24) რელიეფი (Terrain) – დედამიწის ზედაპირის ისეთი ბუნებრივი ელემენტები, როგორიცაა მთები, ბორცვები, ქედები, ხეობები, წყლის ობიექტები, მუდმივი ყინული და თოვლი, დაბრკოლებების გამოკლებით.
შენიშვნა: პრაქტიკული თვალსაზრისით, მონაცემების შეგროვების მეთოდიდან გამომდინარე, ლანდშაფტი წარმოადგენს ცარიელი დედამიწის, მცენარეული საფარის ან მათ შორის არსებული ბუნებრივი ობიექტების უწყვეტ ზედაპირს, რასაც ასევე ეწოდება „პირველი ამრეკლავი ზედაპირი“.
ჰ25) მაგნიტური დახრილობა (Magnetic variation) – კუთხე გეოგრაფიულ ჩრდილოეთსა და მაგნიტურ ჩრდილოეთს შორის.
შენიშვნა: მოცემული სიდიდე მიუთითებს, თუ საითკენაა კუთხის დახრილობა - გეოგრაფიული ჩრდილოეთიდან აღმოსავლეთით თუ დასავლეთით.
ჰ26) მარშრუტის წერტილი – კონკრეტული გეოგრაფიული პუნქტი, რომელიც გამოიყენება ზონალური ნაოსნობის მარშრუტის ან საჰაერო ხომალდის ფრენის ტრაექტორიის განსასაზღვრად, რომელიც იღებს ზონალურ ნაოსნობას. მარშრუტის წერტილები აღინიშნება როგორც:
ჰ26.ა) Fly-by – მარშრუტის წერტილი, რომელიც ითვალისწინებს წინასწარ ბრუნს, მარშრუტის ან სქემის შემდგომ მონაკვეთზე გასვლის მიზნით; ან
ჰ26.ბ) Flyover – მარშრუტის წერტილი, საიდანაც იწყება ბრუნი მარშრუტის ან სქემის მომდევნო მონაკვეთზე გასვლის მიზნით;
ჰ27) მარშრუტზე ფრენის მინიმალური აბსოლუტური სიმაღლე (MEA) – მარშრუტის მონაკვეთზე ფრენის აბსოლუტური სიმაღლე, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი სააერნაოსნო საშუალებების და სმმ-ს კავშირგაბმულობის საშუალებების სიგნალების ადეკვატურ მიღებას, შეესაბამება საჰაერო სივრცის სტრუქტურას და უზრუნველყოფს საჭირო მანძილს დაბრკოლებებამდე;
ჰ28) მარკირება – სიმბოლო ან სიმბოლოთა ჯგუფი, რომელიც განთავსებულია სამუშაო მოედნის ზედაპირზე, სააერნაოსნო ინფორმაციის გადასაცემად;
ჰ29) საექსპლუატაციო მახასიათებლებზე დაფუძნებული ნავიგაცია (PBN) – ზონალური ნაოსნობა, დაფუძნებული სმმ მარშრუტზე, დასაფრენად სახელსაწყო შესვლის პროცედურაზე ან დადგენილ საჰაერო სივრცეში მფრენ საჰაერო ხომალდის მახასიათებლების მიმართ წაყენებულ მოთხოვნებზე;
შენიშვნა: სანავიგაციო სპეციფიკაციებში (RNAV სპეციფიკაციაში, RNP სპეციფიკაციაში) მახასიათებლების მიმართ დადგენილი მოთხოვნები წარმოდგენილია სიზუსტის, მთლიანობის, უწყვეტობის, ხელმისაწვდომობისა და იმ ფუნქციონალურების სახით, რომელიც საჭიროა შემოთავაზებული ექსპლუატაციის განსახოციელებლად კონკრეტული საჰაერო სივრცის კონცეფციის კონტექსტში;
ჰ30) მეორე წრეზე წასვლის წერტილი (МАРt) – სახელსაწყო წესით დასაფრენად შესვლის პროცედურის წერტილი, საიდანაც ან სადამდეც დაბრკოლებების თავზე მინიმალური სიმაღლის უზრუნველსაყოფად იწყება ფრენა მეორე წრეზე წასვლის დადგენილი სქემის მიხედვით;
ჰ31) მეტამონაცემები – მონაცემები მონაცემთა შესახებ (ISO 19115*).
შენიშვნა: იგულისხმება მონაცემები, რომლებიც აღწერს და დოკუმენტურად აღრიცხავს მონაცემებს.
ჰ32) მთლიანობის კლასიფიკაცია (ჰაერსანაოსნო მონაცემები) – მცდარი მონაცემების გამოყენების პოტენციურ რისკზე დაფუძნებული კლასიფიკაცია:
ჰ32.ა) რუტინული მონაცემები: არსებობს ძალიან მცირე ალბათობა იმისა, რომ რუტინული მონაცემების გამოყენებისას საჰაერო ხომალდის უსაფრთხო ფრენა და დაფრენა გამოიწვევს მნიშვნელოვან რისკს ან კატასტროფას;
ჰ32.ბ) მნიშვნელოვანი მონაცემები: არსებობს მცირე ალბათობა იმისა, რომ მნიშვნელოვანი მონაცემების გამოყენებისას საჰაერო ხომალდის უსაფრთხო ფრენა და დაფრენა გამოიწვევს მნიშვნელოვან რისკს ან კატასტროფას;
ჰ32.გ) კრიტიკული მონაცემები: არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ კრიტიკული მონაცემების გამოყენებისას საჰაერო ხომალდის უსაფრთხო ფრენა გამოიწვევს მნიშვნელოვან რისკს ან კატასტროფას;
ჰ33) მიმართულების ხაზი (Track) – სხ-ის ფრენის ტრაექტორიის პროექცია ხმელეთზე, რომლის მიმართულებაც მის ნებისმიერ წერტილში გამოისახება ჩრდილოეთის მიმართულებიდან (გეოგრაფიული, მაგნიტური ან პირობითი მერიდიანების) ათვლილი კუთხის გრადუსებით;
ჰ34) მიმოსვლა (Taxiing) – აეროდრომის ზედაპირზე სხ-ის მოძრაობა საკუთარი წევის ხარჯზე, აფრენისა და დაფრენის გარდა;
ჰ35) მოცდის არეში ფრენის სქემა – წინასწარ დადგენილი მანევრი, რომლის მეშვეობითაც საჰაერო ხომალდი განსაზღვრული საჰაერო სივრცის ფარგლებში რჩება შემდგომი სამეთვალყურეო ნებართვის მოლოდინში;
ჰ36) მოცდის შუალედური ადგილი – განსაზღვრული ადგილი, რომელიც განკუთვნილია მოძრაობის მართვის მიზნებისთვის, სადაც ჩერდებიან და იცდიან მოძრავი საჰაერო ხომალდები და სატრანსპორტო საშუალებები, მოძრაობის გასაგრძელებლად შემდგომი ნებართვის მისაღებად, როდესაც ასეთი სახის მითითებებს იღებენ სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტიდან;
ჰ37) მოფრენის მარშრუტები – სახელსაწყო წესით დასაფრენად შესვლის პროცედურებში დადგენილი მარშრუტები, რომლითაც შეუძლია იმოძრაოს საჰაერო ხომალდმა მარშრუტზე ფრენის ეტაპის დასრულებიდან დასაფრენად შესვლის საწყისი საფეხურის საკონტროლო წერტილამდე;
ჰ38) მონაცემთა პროდუქტის სპეციფიკაცია – მონაცემთა ნაკრების ან მონაცემთა ნაკრების კომპლექტის დეტალური აღწერა, დამატებით ინფორმაციასთან ერთად, რაც იძლევა მისი ფორმირების, მეორე მხარისთვის წარდგენისა და გამოყენების შესაძლებლობას (ISO 19131*).
შენიშვნა: მონაცემთა პროდუქტის სპეციფიკაცია უზრუნველყოფს განსჯის საგნის აღწერილობას და მონაცემთა ნაკრებში განსჯის საგნის ასახვის სპეციფიკაციას. იგი შეიძლება გამოიყენებოდეს წარმოების, გაყიდვების, საბოლოო გამოყენების ან სხვა მიზნით.
ჰ39) მონაცემთა ხარისხი – დონე ან იმის დადასტურება, რომ მოცემული მონაცემები აკმაყოფილებენ მონაცემთა მომხმარებლის მოთხოვნებს სიზუსტის, გამოქვეყნების გარჩევადობის, მთლიანობის, დროულობის, სისრულის, თვალის დევნების შესაძლებლობის (traceability) და ფორმატის თვალსაზრისით;
ჰ40) მონაცემთა გარჩევადობა – ერთეულების ან ციფრების რაოდენობა, რომელიც გამოხატავს გამოყენების გაზომილ ან გამოთვლილ მნიშვნელობას;
ჰ41) მონაცემთა ნაკრები – გარკვეული ნიშნით იდენტიფიცირებადი მონაცემების შეკრება (ISO 19101*);
ჰ42) მონაცემთა ნაკრების სერია – მონაცემთა ისეთი ნაკრებების ერთობლიობა, რომლებსაც გააჩნია პროდუქტის ერთნაირი მახასიათებლები;
ჰ43) მცენარეული საფარი – ცარიელი დედამიწა მასზე არსებული მცენარეულობის ფარდობითი სიმაღლის გათვალისწინებით;
ჰ44) რელიეფის ზედაპირი (Relief) – დედამიწის ზედაპირის პროფილი, რომელიც სააერნაოსნო რუკებზე წარმოდგენილია ჰორიზონტალებით, ჰიფსომეტრიული შეფერადებით, დაშტრიხვით ან მაღლივი წერტილების აღმნიშვნელებით;
ჰ45) რელიეფის ციფრული მოდელი (Digital Elevation Model) – დედამიწის ზედაპირის წარმოდგენა სიმაღლეების ურთიერთდაკავშირებული სიდიდეებით, რომლებიც წარმოიქმნება განსაზღვრული ცხაურის ხაზების გადაკვეთით, ათვლის საწყის სისტემასთან მიმართებით.
შენიშვნა: ციფრული რელიეფის მოდელი (DTM) ზოგჯერ მოიხსენიება როგორც „DEM“.
ჰ46) რუკების შემუშავების სამსახური (შემდგომში – სამსახური) – სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს (შპს „საქაერონავიგაციის“) სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს რუკების შედგენას, ხელმისაწვდომობას და მუდმივ განახლებას;
ჰ47) სანავიგაციო სპეციფიკაცია – საჰაერო ხომალდის და ეკიპაჟისთვის დადგენილი მოთხოვნების ერთობლიობა საექსპლუატაციო მახასიათებლებზე დაფუძნებული ნავიგაციის ექსპლუატაციისთვის განსაზღვრულ საჰაერო სივრცეში. არსებობს ორი სახის სააერნაოსნო სპეციფიკაცია:
ჰ47.ა) სანაოსნო მახასიათებლების მოთხოვნილი სპეციფიკაცია (RNP) – ზონალურ ნაოსნობაზე დაფუძნებული სანაოსნო სპეციფიკაცია, რაც შეიცავს მახასიათებლების შეუსრულებლობაზე გაფრთხილების გაცემაზე კონტროლის მოთხოვნას რომელიც აღინიშნება პრეფიქსით RNP, მაგალითად RNP 4, RNP APCH;
ჰ47.ბ) ზონალური ნაოსნობის სპეციფიკაცია (RNAV) – ზონალურ ნაოსნობაზე დაფუძნებული სააერნაოსნო სპეციფიკაცია, რომელიც არ მოიცავს მოთხოვნებს მახასიათებლების დაცვის კონტროლსა და გაფრთხილებაზე, რომელიც აღინიშნება პრეფიქსით RNAV, მაგალითად RNAV 5, RNAV 1.
შენიშვნა 1: სანავიგაციო სპეციფიკაციების შესახებ დეტალური სახელმძღვანელო მასალა მოცემულია „საექსპლუატაციო მახასიათებლებზე დაფუძნებული ნავიგაცია“ (PBN) სახელმძღვანელოში (ICAO Doc 9613);
შენიშვნა 2: ტერმინი RNР გამოიყენება მხოლოდ სააერნაოსნო სპეციფიკაციებთან კონტექსტში, რომელიც მოიცავს მოთხოვნებს მახასიათებლების დაცვაზე და გაფრთხილების გაცემაზე. მაგალითად, RNP4 მიეკუთვნება საჰაერო ხომალდს და საექსპლუატაციო მოთხოვნებს, მათ შორის, მოთხოვნებს დასახული ტრაექტორიის შენარჩუნებაზე გვერდით სიბრტყეში, 4 საზ. მილის სიზუსტით, საჰაერო ხომალდზე მახასიათებლების შენარჩუნების კონტროლის და გაფრთხილების გაცემის უზრუნველყოფით, რაც დეტალურადაა მოცემული სახელმძღვანელოში ICAO Doc 9613.
ჰ48) საავიაციო რუკა (შემდგომში – რუკა) – დედამიწის ზედაპირის გარკვეული ნაწილის, მისი რელიეფის და ხელოვნური ნაგებობების პირობითი გამოსახვა, სპეციალურად განკუთვნილი სააერნაოსნო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად;
ჰ49) საფრენი ზოლი – დადგენილი მონაკვეთი, რომელიც მოიცავს ადზ-ის და დამუხრუჭების ბოლო ზოლს, თუ არსებობს, და განკუთვნილია:
ჰ49.ა) ადზ-ის სავალი ნაწილიდან გასული საჰაერო ხომალდების დაზიანების რისკის შესამცირებლად და
ჰ49.ბ) აფრენის ან დაფრენის განხორციელებისას, მის თავზე გადამფრენი საჰაერო ხომალდების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
ჰ50) სამანევრო არე (Manoeuvring area) – აეროდრომის ნაწილი, ბაქნების გამოკლებით, რომელიც განკუთვნილია საჰაერო ხომალდების დაფრენის, აფრენისა და მიმოსვლისათვის;
ჰ51) სამიმოსვლო არე – აეროდრომის ნაწილი, რომელიც მოიცავს სამანევრო არეს და ბაქანს (ბაქნებს) და განკუთვნილია სხ-ების აფრენა-დაფრენისა და მიმოსვლისათვის;
ჰ52) სამიმოსვლო მარშრუტი (Taxi-route) – ვერტოდრომის ერთი ნაწილიდან მეორეში შვეულმფრენების გადასაადგილებლად დაწესებული გზა. სამიმოსვლო მარშრუტი მოიცავს შვეულმფრენის საჰაერო ან სახმელეთო სამიმოსვლო ბილიკს, რომელიც გადის სამიმოსვლო მარშრუტის ღერძულა ხაზზე;
ჰ53) სამიმოსვლო ბილიკი (Taxiway) – სახმელეთო აეროდრომზე საჰაერო ხომალდების მიმოსვლისათვის და აეროდრომის ერთი ნაწილის მეორესთან დასაკავშირებლად განკუთვნილი გზა, მათ შორის:
ჰ53.ა) სხ-ის სადგომის სამიმოსვლო ზოლი. ბაქნის ნაწილი, რომელიც აღნიშნულია როგორც ბილიკი და გამოიყენება მხოლოდ სადგომ ადგილამდე მისასვლელად;
ჰ53.ბ) ბაქნის სამიმოსვლო ბილიკი. სამიმოსვლო მარშრუტის უზრუნველსაყოფად დანიშნული და ბაქანზე განლაგებული სამიმოსვლო ბილიკების სისტემის ნაწილი;
ჰ53.გ) ჩქაროსნული სამიმოსვლო ბილიკი. ადზ-თან მახვილი კუთხით მიერთებული სბ, რომელიც დაფრენილ საჰაერო ხომალდს ადზ-დან იმაზე უფრო მეტი სიჩქარით გასვლის საშუალებას აძლევს, ვიდრე ეს სხვა სბ-ზეა შესაძლებელი;
ჰ54) მოცემული სიდიდე (Datum) – ნებისმიერი სიდიდე ან სიდიდეთა ერთობლიობა, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს სხვა სიდიდეების გამოთვლის ან ათვლის საფუძველს;
ჰ55) სახელსაწყო წესით დასაფრენად შესვლის პროცედურა (IAP) – წინასწარ განსაზღვრული მანევრების სერია, შესრულებული ხელსაწყოების საშუალებით, დაბრკოლებებთან შეჯახების ასაცილებლად დაწესებული მოთხოვნების დაცვით, დასაფრენად შესვლის საწყისი ეტაპის საკონტროლო წერტილიდან ან, შესაბამის შემთხვევებში, მოფრენის დადგენილი მარშრუტის დასაწყისიდან იმ წერტილამდე, საიდანაც შეიძლება შესრულდეს დაფრენა, ხოლო თუ არ განხორციელდა დაფრენა, მაშინ იმ წერტილამდე, საიდანაც გამოიყენება მოცდის არეში ან მარშრუტზე დაბრკოლებათა გადაფრენის კრიტერიუმები.
ჰ56) სახიფათო მონაკვეთი – მონაკვეთი, აეროდრომის სამუშაო ფართობზე, სადაც არსებობს შეჯახების ან/და ადზ-ზე არასანქცირებული შესვლის პოტენციური საფრთხე და სადაც საჭიროა პილოტის/მძღოლის მომატებული ყურადღება;
ჰ57) საჰაერო თავდაცვის ამოსაცნობი ზონა – განსაზღვრული ზომების საჰაერო სივრცის სპეციალურად გამოყოფილი ნაწილი, რომლის ფარგლებშიც საჰაერო ხომალდმა უნდა შეასრულოს ამოცნობის ან/და შეტყობინების სპეციალური პროცედურები იმ პროცედურებთან დამატებით, რომლებიც სრულდება საჰაერო მოძრაობის მომსახურების (ATS) მიწოდებასთან დაკავშირებით;
ჰ58) საჰაერო მოძრაობის მომსახურება – ზოგადი ტერმინი, რომელიც, შესაბამის შემთხვევებში, ნიშნავს ფრენის საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურებას, საავარიო შეტყობინების მომსახურებას, საჰაერო მოძრაობის საკონსულტაციო მომსახურებას, საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურებას (რაიონულ სამეთვალყურეო მომსახურებას, მისადგომის სამეთვალყურეო მომსახურებას ან სააეროდრომო სამეთვალყურეო მომსახურებას);
ჰ59) საჰაერო მოძრაობის მომსახურების (სმმ-ს) მარშრუტი – საჰაერო მოძრაობის მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით დადგენილი მარშრუტი, რომელიც განკუთვნილია მოძრაობის ნაკადის სამართავად.
შენიშვნა 1: ტერმინი ‘სმმ-ს მარშრუტი’ შესაბამის შემთხვევებში ნიშნავს საჰაერო ტრასას, საკონსულტაციო მარშრუტს, კონტროლირებად ან არაკონტროლირებად მარშრუტს, მოფრენის და გაფრენის მარშრუტს და ა.შ;
შენიშვნა 2: სმმ-ის მარშრუტი განისაზღვრება სამარშრუტო ტექნიკური მოთხოვნებით, რომელიც შეიცავს სმმ-ის მარშრუტის ინდექსს, მიმართულების ხაზს ძირითად წერტილებამდე (მიმართულების წერტილებამდე) ან საპირისპირო მიმართულებით, მანძილს ძირითად წერტილებს შორის, მოთხოვნებს შეტყობინებათა გადაცემაზე, ასევე სმმ-ის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი, ყველაზე ქვედა უსაფრთხო აბსოლუტურ სიმაღლეს.
ჰ60) საჰაერო ტრასა – კონტროლირებადი საჰაერო სივრცე ან მისი ნაწილი, რომელიც წარმოდგენილია დერეფნის სახით;
ჰ61) საჰაერო ხომალდის სადგომი – ბაქანზე საჰაერო ხომალდის სადგომად გამოყოფილი ადგილი;
ჰ62) საპირისპირო სქემა (Reversal procedure) – სქემა, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ საჰაერო ხომალდს შეეძლოს, დასაფრენად სახელსაწყო შესვლის საწყის მონაკვეთზე ფრენის დროს საპირისპიროზე შეცვალოს ფრენის მიმართულება. მანევრების თანმიმდევრობა შეიძლება შეიცავდეს სტანდარტულ ბრუნს ან საბაზისო ბრუნს;
ჰ63) სმმ-ს დაკვირვების სისტემა – ზოგადი ტერმინი, რომელიც შესაბამის შემთხვევებში ნიშნავს ADS-B, PSR, SSR სისტემას ან სხვა შესატყვის სახმელეთო სისტემას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია საჰაერო ხომალდის ამოცნობა.
შენიშვნა: შესატყვისი სახმელეთო სისტემა წარმოადგენს სისტემას, რომლის შედარებით ან სხვა მეთოდოლოგიით შეფასებით დადგინდა, რომ მას გააჩნია უსაფრთხოების ისეთივე დონე და ისეთივე მახასიათებლები, როგორც მონოპულსურ მმრლ-ს ან მასზე უკეთესი.
ჰ64) სმმ-ს დაკვირვების სისტემა – ზოგადი ტერმინი, რომელიც შესაბამის შემთხვევებში ნიშნავს: ავტომატური დამოკიდებული დაკვირვება მაუწყებლობის რეჟიმში (ADS-B), პირველადი მიმოხილვითი რადიოლოკატორი (PSR), მეორეული მიმოხილვითი რადიოლოკატორი ან საჰაერო ხომალდების ამოსაცნობი სხვა რომელიმე მსგავსი სახმელეთო სისტემა.
შენიშვნა: მსგავს სახმელეთო სისტემას წარმოადგენს სისტემა, რომელიც შედარებითი შეფასების შედეგად ან სხვა მეთოდით აჩვენებს, რომ მის მიერ უზრუნველყოფილი ფრენის უსაფრთხოების დონე და მახასიათებლები შეესაბამება ან აღემატება მონოიმპულსური მმრლ-ის (მეორეული მიმოხილვითი რადიოლოკატორის) ანალოგიურ მაჩვენებელს.
ჰ65) სექტორში ფრენის მინიმალური აბსოლუტური სიმაღლე (MSA) – აბსოლუტური სიმაღლის უმცირესი მნიშვნელობა, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს და რომელიც უზრუნველყოფს მინიმალურ 300 მ (1000 ფუტ) სიმაღლეს ყველა იმ ობიექტამდე, რომელიც განთავსებულია 46 კმ-იანი (25 საზ. მილი) რადიუსის მქონე წრის სექტორში, რომლის ცენტრშიც მდებარეობს ძირითადი წერტილი, აეროდრომის საკონტროლო წერტილი (ARP) ან ვერტოდრომის საკონტროლო წერტილი (HRP);
ჰ66) სტანდარტული ბრუნი – მანევრი, რომლის დროსაც ხორციელდება შემობრუნება დასახული მიმართულების ხაზიდან, შემდგომი ბრუნით საპირისპირო მხარეს, რათა საჰაერო ხომალდმა დაიკავოს მიმართულების იგივე ხაზი და იმოძრაოს მასზე საპირისპირო მიმართულებით.
შენიშვნა 1: სტანდარტული ბრუნი არის „მარჯვენა“ ან „მარცხენა“, საწყის მობრუნების მიმართულებაზე დამოკიდებულებით;
შენიშვნა 2: სტანდარტული ბრუნი შეიძლება შესრულდეს ჰორიზონტალური ფრენისას ან დაშვებისას, კონკრეტულ პირობებზე დამოკიდებულებით.
ჰ67) პროცედურის აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლე – გამოქვეყნებული აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლე, რომელიც გამოიყენება ფრენის პროცედურის ვერტიკალური პროფილის განსაზღვრისთვის, დაბრკოლების მინიმალურ აბსოლუტურ/ფარდობით სიმაღლეზე ან მას ზემოთ, სადაც ეს არის დადგენილი;
ჰ68) სიჭარბის ციკლური კონტროლი (CRC) – მათემატიკური ალგორითმი, რომელიც გამოიყენება მონაცემთა ციფრული გამოხატვისთვის და უზრუნველყოფს მონაცემთა დაკარგვის ან ცვლილებისგან დაცვის გარკვეულ დონეს;
ჰ69) ფრენისათვის სახიფათო არე – დადგენილი ზომის საჰაერო სივრცე, რომლის ფარგლებშიც დროის გარკვეულ მონაკვეთში შეიძლება განხორციელდეს საჰაერო ხომალდების ფრენისათვის სახიფათო საქმიანობა;
ჰ70) საფრენოსნო ინფორმაციის რაიონი (Flight information region) – განსაზღვრული ზომების საჰაერო სივრცე, რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფილია საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურება და საავარიო შეტყობინების მომსახურება;
ჰ71) სიმაღლე ელიფსოიდის მიმართ (გეოდეზიური სიმაღლე) – სიმაღლე რეფერენც-ელიფსოიდის ზედაპირის მიმართ, გაზომილი ელიფსოიდის ნორმალის გასწვრივ, განსახილველ წერტილზე გავლით;
ჰ72) ორთომეტრული სიმაღლე (Orthometric height) – გეოიდის ზედაპირზე წერტილის სიმაღლე, რომელიც, როგორც წესი, წარმოადგენს შემაღლებას ზღვის საშუალო დონიდან (MSL);
ჰ73) უსაფრთხოების გვერდითა ზოლი Shoulder – ხელოვნური საფარის კიდის მომიჯნავედ განთავსებული და ისეთნაირად მოწყობილი არე, რომ უზრუნველყოფილი იყოს ხელოვნური საფარიდან მომიჯნავე ზედაპირზე გადასვლა;
ჰ74) უსაფრთხოების კიდური ზოლი (Runway strip) – განსაზღვრული მონაკვეთი, რომელიც მოიცავს ასაფრენ-დასაფრენ ზოლს და დამუხრუჭების კიდურ ზოლს, თუ ასეთი რამ მოწყობილია, და განკუთვნილია:
ა) ადზ-დან გადაცდომის შემთხვევაში, საჰაერო ხომალდების დაზიანების რისკის შესამცირებლად; და
ბ) აფრენის ან დაფრენისას, მასზე გადამფრენი საჰაერო ხომალდის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
ჰ75) ფარდობითი სიმაღლე (Height) – ვერტიკალური მანძილი განსაზღვრული საწყისი დონიდან აღნიშნულ (სასურველ) დონემდე, წერტილამდე ან ობიექტამდე;
ჰ76) ფრენის პროცედურის აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლე (Procedure altitude/height) – გამოქვეყნებული აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლე, რომელიც გამოიყენება ფრენის პროცედურის ვერტიკალური პროფილის განსაზღვრისას და რომელიც დაბრკოლებების გადაფრენის მინიმალური აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლის (თუ იგი დადგენილია) ტოლია ან მასზე მაღალია;
ჰ77) ფრენებისთვის აკრძალული არე (Prohibited area) – სახელმწიფოს ტერიტორიის ან ტერიტორიული წყლების თავზე არსებული, დადგენილი ზომის საჰაერო სივრცე, რომლის ფარგლებშიც საჰაერო ხომალდის ფრენა აკრძალულია;
ჰ78) ფრენისათვის შეზღუდული არე (Restricted area) – სახელმწიფოს ტერიტორიის ან ტერიტორიული წყლების თავზე არსებული, დადგენილი ზომის საჰაერო სივრცე, რომლის ფარგლებშიც საჰაერო ხომალდის ფრენა შეზღუდულია გარკვეული პირობებით;
ჰ79) ფრენის ეშელონი – მუდმივი ატმოსფერული წნევის ზედაპირი, რომელიც შეესაბამება წნევის დადგენილ სიდიდეს (1013,2 ჰპა) და სხვა ასეთივე ზედაპირებიდან დაცილებულია წნევის დადგენილი ინტერვალებით.
შენიშვნა: ბარომეტრული სიმაღლის საზომი, რომელიც დაკალიბრებულია სტანდარტული ატმოსფეროს მიხედვით:
ა) QNH-ზე (ზღვის დონემდე დაყვანილი წნევა) დაყენებისას, გვიჩვენებს აბსოლუტურ სიმაღლეს;
ბ) QFE-ზე (აეროდრომის ატმოსფერული წნევა) დაყენებისას, გვიჩვენებს ფარდობით სიმაღლეს QFE-ის საყრდენი წერტილის ზევით;
გ) 1013,2 ჰპა-ზე დაყენებისას, ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ფრენის ეშელონის მისათითებლად.
ჰ80) შეხების არე (Touchdown zone) – მონაკვეთი ადზ-ის ზღურბლის შემდეგ, რომელიც საჰაერო ხომალდის დაფრენის დროს განკუთვნილია ადზ-თან პირველი შეხებისთვის;
ჰ81) შეტყობინებათა გადაცემის პუნქტი – განსაზღვრული გეოგრაფიული ორიენტირი, რომლის მიმართაც შეიძლება სხ-ის ადგილმდებარეობის შეტყობინება.
შენიშვნა: არსებობს შეტყობინებათა გადაცემის სამი სახის პუნქტი: სახმელეთო სააერნაოსნო საშუალება, გადაკვეთის წერტილი და მარშრუტის წერტილი. აღნიშნული განმარტების კონტექსტში გადაკვეთა წარმოადგენს ძირითად წერტილს, რომელიც განისაზღვრება რადიალებით, პელენგით და/ან მანძილით სახმელეთო სააერნაოსნო საშუალებებამდე. შეტყობინებათა გადაცემის პუნქტი შეიძლება მიეთითოს „მოთხოვნისას“ ან როგორც „შეტყობინების სავალდებულო გადაცემის“;
ჰ82) შვეულმფრენის სადგომი – საჰაერო ხომალდის სადგომი, რომელიც განკუთვნილია შვეულმფრენის სადგომად და სადაც მთავრდება ხმელეთზე მიმოსვლა, ან სადაც შვეულმფრენი ახორციელებს ხმელეთზე დაშვებას და აწევას, ჰაერში მიმოსვლისთვის;
ჰ83) შემაღლება (Elevation) – ვერტიკალური მანძილი დედამიწის ზედაპირზე მდებარე წერტილამდე ან მიმაგრებულ ობიექტამდე, რომელიც ზღვის საშუალო დონიდან აითვლება;
ჰ84) მეორე წრეზე წასვლის პროცედურა (Missed approach procedures) – პროცედურა, რომელიც სრულდება, თუ დასაფრენად შესვლის გაგრძელება შეუძლებელია;
ჰ85) ცარიელი ხმელეთი (Bare Earth) – ხმელეთის ზედაპირი წყლის ობიექტების, ყინულით და თოვლით მუდმივად დაფარული მონაკვეთების ჩათვლით, მცენარეულობისა და ადამიანის მიერ შექმნილი ობიექტების გამოკლებით;
ჰ86) ძირითადი წერტილი (Significant point) – გეოგრაფიული ადგილი, რომელიც გამოიყენება სმმ-ს მარშრუტის, საჰაერო ხომალდის ფრენის ტრაექტორიის განსასაზღვრავად და ნაოსნობისა და სმმ-ს სხვა მიზნებისათვის;
შენიშვნა: არსებობს ძირითადი წერტილის სამი კატეგორია: სახმელეთო სააერნაოსნო საშუალება, გადაკვეთის წერტილი და მარშრუტის წერტილი. ამ განმარტების კონტექსტში, გადაკვეთა წარმოადგენს ძირითად წერტილს, რომელიც გამოისახება რადიალებით, პელენგით და/ან მანძილით სახმელეთო სააერნაოსნო საშუალებებამდე.
ჰ87) წანაცვლებული ზღურბლი (Displaced threshold) – ზღურბლი, რომელიც განთავსებული არ არის ადზ-ის კიდესთან;
ჰ88) წერტილოვანი (ციმციმა) სინათლე (Point light) – შუქსიგნალი შესამჩნევი ხანგრძლივობის გარეშე;
ჰ89) ჰაერში გადაადგილების მარშრუტი – დადგენილი მარშრუტი, ჰაერში შვეულმფრენების გადასაადგილებლად;
ჰ90) ჰიფსომეტრიული ელფერი – ფერების და მათი ელფერის გრადაცია, რომელიც გამოიყენება რელიეფის შემაღლების ხარისხის გამოსახატავად;
ჰ91) ჰორიზონტალი – ხაზი რუკაზე ან სქემაზე, რომელიც აერთებს თანაბარი შემაღლების მქონე წერტილებს.
თავი II
მოთხოვნები სამსახურის მიმა