1. სამსახურმა უნდა შეიმუშაოს რუკების შედგენის სწავლების პროგრამა, რომელიც მოიცავს:

ა) საწყის სწავლებას, რომელიც ასევე მოიცავს პრაქტიკულ სწავლებას (სამუშაო ადგილზე სწავლება), რომელიც ტარდება იმ გამოცდილი პერსონალის (რუკების სპეციალისტის) ზედამხედველობის ქვეშ, რომელსაც გავლილი აქვს ამ პუნქტით განსაზღვრული სწავლებები და გააჩნია მინიმუმ 5 (ხუთ)-წლიანი რუკების შედგენის გამოცდილება. პრაქტიკული სწავლება მიმართულია საწყისი სწავლების დროს მიღებული ცოდნის სამუშაო გარემოში ათვისებისკენ და უზრუნველყოფს პერსონალის დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობას;

ბ) განმეორებით სწავლებას, რომელიც ტარდება მინიმუმ სამ წელიწადში ერთხელ და მიმართულია კვალიფიკაციის შენარჩუნებისკენ;

გ) სპეციალიზებულ სწავლებას, რომელიც მიმართულია ახალი ფუნქციების, სტანდარტების, ტექნოლოგიების ათვისებისკენ.

2. სამსახურმა უნდა შეიმუშაოს რუკების შედგენის სასწავლო გეგმა და უზრუნველყოს მისი ყოველწლიური განახლება.

3. სამსახურმა უნდა უზრუნველყოს რუკების შედგენის სწავლების შედეგების შენახვა რუკების შემდგენი სპეციალისტების სამსახურში დასაქმების მთელი პერიოდის განმავლობაშ