სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:
ა) დაგეგმილი სასწავლო პროცესი ორგანიზებულად ხორციელდება და არსებობს დაწესებულების რესურსების ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობა;

ბ) საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისას გამოყენებული სწავლების მეთოდები უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული შედეგების მიღწევას, მორგებულია ცალკეული მოსწავლის, მოსწავლეების ჯგუფების და მთელი კლასის საჭიროებებზე;

გ) მოსწავლის
შეფასების მეთოდები საგანმანათლებლო პროგრამის
თითოეულ კომპონენტში
უზრუნველყოფს ამავე კომპონენტით განსაზღვრული
სწავლის შედეგების მიღწევას, რაც დასტურდება შეფასების შედეგებით;

დ) მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები უზრუნველყოფს მოსწავლის ინფორმირებულობას მიღწეული შედეგების, ნაკლოვანებებისა და გაუმჯობესების გზების შესახე