სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:
ა) საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალი მონაწილეობს მათი საჭიროებების შესაბამისი პროფესიული განვითარების ღონისძიებებში;

ბ) სკოლაში არსებული ტექნიკური აღჭურვილობის, სახელმძღვანელოებისა და სხვა სასწავლო მასალის რაოდენობა და ხარისხი შეესაბამება მოსწავლეთა საჭიროებებს სხვადასხვა საგნობრივი პროგრამების ასათვისებლად, ხელმისაწვდომია მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის, გამოიყენება მოსწავლეების ასაკობრივი ჯგუფის და მათი განვითარების დონის შესაბამისად;

გ) სკოლას შემუშავებული აქვს მოკლევადიან და გრძელვადიან გეგმაში განსაზღვრული პრიორიტეტების განხორციელების მექანიზმებ