სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:
ა)
პროგრამაზე მიღების
წინაპირობები გამჭვირვალეა და უზრუნველყოფს
შესაბამისი ცოდნის,უნარებისა და ღირებულებების
მქონე პირთა
პროგრამაში ჩართვას, რაც ემსახურება პროფესიული სტუდენტის მიერ სწავლის შედეგების მიღწევას;
ბ) პროგრამის სხვადასხვა კომპონენტში გამოყენებული
სწავლების მეთოდების ერთობლიობა
უზრუნველყოფს პროგრამით გათვალისწინებული შედეგების მიღწევას;
გ) პროგრამაში შემავალი კომპონენტების თანმიმდევრობა და შემდგომ კომპონენტზე დაშვების წინაპირობები ლოგიკურია;
დ) პროფესიული
სტუდენტის შეფასების მეთოდები საგანმანათლებლო პროგრამის
თითოეულ კომპონენტში
უზრუნველყოფს ამავე კომპონენტით განსაზღვრული
სწავლის შედეგების მიღწევას, რაც დასტურდება შეფასების შედეგებით;
ე) პროფესიული სტუდენტის შეფასებისას გამოიყენება გამჭვირვალე კრიტერიუმები, რაც უზრუნველყოფს პროფესიული სტუდენტის ინფორმირებულობას მიღწეული შედეგების, ნაკლოვანებებისა და გაუმჯობესების გზების შესახე