1. საწარმომ უნდა შეიმუშაოს ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის პერსონალის სწავლების პროგრამა ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC 10057 შესაბამისად.
2. პროგრამა სულ მცირე უნდა მოიცავდეს სწავლების შემდეგ ეტაპებს:
ა) საწყის სწავლებას, რომელიც ასევე მოიცავს პრაქტიკულ სწავლებას (სამუშაო ადგილზე სწავლება), რომელიც ტარდება გამოცდილი პერსონალის ზედამხედველობის ქვეშ და რომელსაც გავლილი აქვს ამ პუნქტით განსაზღვრული სწავლებები და გააჩნია შესაბამისი კომპეტენცია; პრაქტიკული სწავლება მიმართულია საწყისი სწავლების დროს მიღებული ცოდნის სამუშაო გარემოში ათვისებისკენ და უზრუნველყოფს პერსონალის დამოუკიდებლად მუშაობას;
ბ) განმეორებითი სწავლებას, რომელიც ტარდება მინიმუმ სამ წელიწადში ერთხელ და მიმართულია კვალიფიკაციის შენარჩუნებისკენ;
გ) სპეციალიზებულ სწავლებას, რომელიც მიმართულია ახალი ფუნქციების, სტანდარტების, ტექნოლოგიების ათვისებისაკენ.
3. საწარმომ უნდა შეიმუშაოს პერსონალის სასწავლო გეგმა და უზრუნველყოს მისი ყოველწლიური განახლება.
4. საწარმომ უნდა შეინახოს ტექნიკური პერსონალის სწავლების შედეგები დასაქმების მთელი პერიოდის განმავლობაში.
თავი II
კავშირგაბმულობის მომსახურე