1. ტექნიკური საშუალება უზრუნველყოფილი უნდა იყოს ელ. კვების უწყვეტი მიწოდებით.

2.სანავიგაციო მომსახურების ტექნიკურ საშუალებებს უნდა გააჩნდეს შესაბამისი საიდენტიფიკაციო კოდი.

3.სააერნაოსნო მობილური მომსახურების ტექნიკურ საშუალებას უნდა გააჩნდეს შესაბამისი მოსახმობი.

4. ტექნიკური საშუალება დაცული უნდა იყოს არაავტორიზებული ადგილობრივი და დისტანციური წვდომისაგან.

5. თუ ტექნიკური საშუალება ითვალისწინებს რადიოსიხშირით სარგებლობას, ასეთი სარგებლობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

6. ტექნიკური საშუალების ოპერირებისას გამოიყენება შეთანხმებული კოორდინირებული საერთაშორისო დრო (UTC), სადაც ღამის 12 საათი გამოსახული უნდა იყოს როგორც 24 00, ხოლო ახალი დღე აითვალოს 00 00-დან. თარიღისა და დროის დაჯგუფებისას პირველი ორი ციფრი უნდა ასახავდეს თვის შესაბამის რიცხვს, ხოლო ბოლო ოთხი კი - საათსა და წუთს UTC-ში.

7. საწარმოს უნდა გააჩნდეს ტექნიკურ საშულებების მომსახურების პროცედურა, რომელიც შემუშავებულია მწარმოებლის სახელმძღვანელო/პროცედურის საფუძველზე და ადაპტირებულია ქართულ ენაზ