1. ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მიზნით საწარმომ ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური უნდა უზრუნველყოს:

ა) ხარისხის მართვის სისტემით;

ბ) საჭირო ადამიანური და ფინანსური რესურსებით;

გ) კვალიფიციური პერსონალით, რომელსაც:

გ.ა) გავლილი აქვს ყველა საჭირო სწავლება, და

გ.ბ) გააჩნია სახელმძღვანელო მასალები და თანამდებობრივი ინსტრუქციები;

დ) „სახელმძღვანელო დოკუმენტით“, რომელიც აღწერს სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის პროცესებს და პროცედურებს, ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მიზნით.

2. საწარმო ვალდებულია სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფა განახორციელოს ჩიკაგოს კონვენციის მე-10 დანართის („სააერნაოსნო კავშირგაბმულობა“) სტანდარტების, რეკომენდებულ პრაქტიკის და პროცედურების შესაბამისად.

3. თუ ჩიკაგოს კონვენციის მე-10 დანართით დადგენილი („სააერნაოსნო კავშირგაბმულობა“) სტანდარტების, რეკომენდებული პრაქტიკის და პროცედურების დაცვა გაუმართლებელია/შეუძლებელია და უსაფრთხო ოპერირების მიზნით საწარმო განსხვავებულად ახორციელებს სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკურ უზრუნველყოფას, საწარმომ ამ განსხვავების შესახებ  დასაბუთებული ინფორმაცია უნდა მიაწოდოს სააგენტოს.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მიზნით, საწარმო შეიმუშავებს  ჩიკაგოს კონვენციის მე-10 დანართის („სააერნაოსნო კავშირგაბმულობა“) სტანდარტებთან, რეკომენდებულ პრაქტიკასთან და პროცედურებთან განსხვავებების დადგენის პროცედურას, რომელიც მინიმუმ უნდა მოიცავდეს:

ა) განსხვავებების გამოვლენის საფეხურს;

ბ) განსხვავებების შეფასების საფეხურს;

გ) სააგენტოს ინფორმირების საფეხურს.

5. საწარმო ვალდებულია განსხვავებების გამოვლენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში წერილობით აცნობოს სააგენტოს.

6. საწარმო ახორციელებს ტექნიკური საშუალებების ოპერირების ქმედუნარიანობის, საიმედოობის, უწყვეტობისა და მთლიანობის დონის დადგენას, შენარჩუნებასა და ამ დონის მუდმივ გაუმჯობესება/ამაღლებას.

შენიშვნა: სანავიგაციო, საავიაციო კავშირგაბმულობის და სარადიოლოკაციო მომსახურებასთან დაკავშირებული ტექნიკური საშუალებების ოპერირების ქმედუნარიანობის, უწყვეტობის და მთლიანობის დონის დადგენასთან დაკავშირებული სახელმძღვანელო მასალა მოცემულია  ICAO-ს ოფიციალურ გამოცემაში  DOC 986