ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს და შემოკლებებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:
ა) ავტომატური დამოკიდებული დაკვირვების საშუალება – საშუალება, რომლითაც საჰაერო ხომალდებს, სააეროდრომო სატრანსპორტო საშუალებებს და სხვა ობიექტებს, მონაცემთა გადაცემის ხაზით, სამაუწყებლო რეჟიმში შეუძლიათ ავტომატურად გადასცენ ან/და მიიღონ ისეთი მონაცემები, როგორიცაა საიდენტიფიკაციო ნომერი, ადგილმდებარეობა და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი მონაცემები;
ბ) მანძილსაზომი მოწყობილობა/N – მოწყობილობა, რომელიც ემსახურება მარშრუტის ან ტერმინალის არეალის სანავიგაციო ოპერატიულ მოთხოვნებს, სადაც ასო „N” ნიშნავს ვიწრო სპექტრის მახასიათებლებს;
გ) მანძილსაზომი მოწყობილობა/P – მანძილსაზომი მოწყობილობა, რომელიც წარმოადგენს მიკროტალღური დაფრენის სისტემის ელემენტს, სადაც ასო „P” ნიშნავს ზუსტი მანძილის გაზომვას. სპექტრული მახასიათებლები იგივე აქვს რაც მანძილსაზომ მოწყობილობა/N-ს;
დ) მეორადი რადიოლოკატორი – რადიოლოკატორი, რომელიც არა მხოლოდ აფიქსირებს საჰაერო ხომალდის პოზიციას, არამედ დამატებით ითხოვს საჰაერო ხომალდისგან სიმაღლესა და მოსახმობს;
ე) მიწისზედა აუგმენტაციის სისტემა – აუგმენტაციის სისტემა, რომლის მომხმარებელი აუგმენტირებულ ინფორმაციას იღებს პირდაპირ მიწისზედა აუგმენტაციის სისტემის გადამცემიდან;
ვ) მიწისზედა აუგმენტაციის სისტემა „E” – აუგმენტაციის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ჰორიზონტალურად პოლარიზებული მონაცემების მაუწყებლობას;
ზ) მიწისზედა აუგმენტაციის სისტემა „H” – აუგმენტაციის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ელიფსურად პოლარიზებული მონაცემების მაუწყებლობას;
თ) მოდულაციის სიღრმეებს შორის სხვაობა (DDM) – მაქსიმალური და მინიმალური ამპლიტუდის მქონე სიგნალების მოდულაციის სიღრმეების პროცენტების სხვაობა;
ი) მულტილატერალური დაკვირვების საშუალება – საშუალებათა ჯგუფი კონფიგურირებული ისე, რომ მიიღოს მეორადი რადიოლოკატორის მოპასუხეების სიგნალი (პასუხები ან სკვიტერები), სადაც ახორციელებს პირველად დროების მიღებებს შორის ტექნიკის გამოყენებას (TDOA).
კ) ოპერატიული სტატუსი – ტექნიკური საშულების ქმედუნარიანობის ინდიკაცია;
ლ) ორი რადიოსიხშირის მქონე საგლისადო რადიოშუქურა – ინსტრუმენტალური დაფრენის სისტემის საგლისადო რადიოშუქურა, რომლის მოქმედების არეალის შექმნა ხორციელდება საგლისადო რადიოშუქურას გადაცემის არხების ზღვარში მოქცეული ორი დამოუკიდებელი რადიოსიხშირით წარმოებული დიაგრამებით;
მ) ორი რადიოსიხშირის მქონე საკურსო რადიო შუქურა – ინსტრუმენტალური დაფრენის სისტემის საკურსო რადიოშუქურა, რომლის მოქმედების არეალის შექმნა ხორციელდება საკურსო რადიოშუქურას გადაცემის არხების ზღვარში მოქცეული ორი დამოუკიდებელი რადიოსიხშირით წარმოებული დიაგრამებით;
ნ) რადიოლოკატორი – საშუალება, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება საჰაერო ხომალდის პოზიციის დადგენა აზიმუტსა და ამ საშუალების დაფარვის არეალში;
ო) სააერნაოსნო სამაუწყებლო მომსახურება – მაუწყებლობის სახეობა, რომლის მიზანია სააერნაოსნო მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელება;
პ) სააერნაოსნო მობილური მომსახურება – სააერნაოსნო მიწისზედა რადიოსადგურებსა და საბორტო რადიოსადგურებს ან/და საბორტო რადიოსადგურებს შორის კავშირგაბმულობა, რომელშიც შესაძლებელია ჩართული იყოს სამაშველო რადიოსადგურები; აღნიშნული მომსახურება ასევე შეიძლება მოიცავდეს უბედურების ადგილის ინდიკატორ რადიოშუქურებს, რომლებიც მუშაობენ უბედურების და საავარიო სიხშირეებზე;
ჟ) სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური (შემდგომში – ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური) – სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სტრუქტურული ერთეული, რომელიც ჰაერნაოსნობის უსაფრთხოების, ეფექტიანობისა და რეგულარობის მიზნით უზრუნველყოფს ტექნიკური საშუალებების/სისტემების ოპერირების ქმედუნარიანობას, საიმედოობას, უწყვეტობასა და მთლიანობას;
რ) სააერნაოსნო ფიქსირებული მომსახურება– კავშირგაბმულობის მომსახურება განსაზღვრულ ფიქსირებულ პუნქტებს შორის;
ს) საავიაციო კავშირგაბმულობის მომსახურება – მომსახურება, რომელშიც შედის სააერნაოსნო ფიქსირებული, მობილური, ციფრული და სამაუწყებლო მომსახურება;
ტ) გლისადა – ვერტიკალურ სიბრტყეში არსებული ლიმიტირების წერტილები, რომელიც მოიცავს ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ღერძულა ხაზს სადაც მოდულაციის სიღრმეებს შორის სხვაობა არის ნული და ლიმიტაციის ქვედა დონე ახლოსაა ჰორიზონტალურ სიბრტყესთან;
უ) სანავიგაციო მომსახურება – მომსახურება, სადაც ერთი ან მეტი სანავიგაციო საშუალების გამოყენებით საჰაერო ხომალდს მიეწოდება ინფორმაცია პოზიციის შესახებ;
ფ) სარადიოლოკაციო მომსახურება – მომსახურება, სადაც სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით ხორციელდება საჰაერო ხომალდის ფაქტიური ადგილმდებარეობის დადგენა საჰაერო ხომალდებს შორის უსაფრთხო ინტერვალის უზრუნველსაყოფად;
ქ) ტექნიკური პერსონალი – ტექნიკური საშუალებების მომსახურების განმახორციელებელი საინჟინრო-ტექნიკური პერსონალი, რომელიც ახორციელებს ტექნიკური საშუალების მომსახურების მიზნით მის ექსპლუატაციას, ექსპლუატაციიდან ამოღებას და შეყვანას;
ღ) ტექნიკური საშუალებები – საშუალება, მოწყობილობა ან/და ნებისმიერი სისტემა, რომელიც გამოიყენება სააერნაოსნო მომსახურების გაწევისას;
ყ) ციფრული კავშირგაბმულობის მომსახურება – მომსახურება, სადაც ხორციელდება მიწა-მიწა, მიწა-ჰაერი ციფრული კავშირი და ციფრული სააერნაოსნო მონაცემების გაცვლა;
შ) UTC – კოორდინირებული სააერთაშორისო დრო;
ჩ) IPS – ინტერნეტ პროტოკოლის ერთობლიობა;
ც) OSI – სისტემებს შორის ღია ურთიერთკავშირი;
ძ) PFE – ტრაექტორიის თანმხლები ცდომილება;
წ) FA – დასაფრენად შესვლის დასკვნითი ეტაპი;
ჭ) IA – დასაფრენად შესვლის დაწყებითი ეტაპი;
ხ) SLS – არა საჭირო ნაწილაკების ჩახშობ