1. „სახელმძღვანელო დოკუმენტი“ სულ მცირე უნდა შეიცავდეს:
ა) ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზაციულ სტრუქტურას, მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირების თანამდებობის, მოვალეობების და პასუხისმგებლობების მითითებით;
ბ) საჭირო საკადრო რესურსების გამოთვლის პროცესის აღწერას;
გ) პერსონალის კვალიფიკაციის შენარჩუნების პროცესის აღწერას;
დ) ტექნიკური უზრუნველყოფის პროცესის აღწერას;
ე) ტექნიკური საშუალებების ჩამონათვალს, რომელიც გამოიყენება ტექნიკური უზრუნველყოფისათვის;
ვ) ტექნიკური უზრუნველყოფის პროცესში არსებული ფუნქციების და პასუხისმგებლობების ჩამონათვალს;
ზ)ჩანაწერების შენახვის პროცესის აღწერას;
თ)ტექნიკური უზრუნველყოფისთვის მესამე პირის მოწვევის პროცესის აღწერას, რომელიც უზრუნველყოფს გაწეული მომსახურების უსაფრთხოებას.
ი) ტექნიკური უზრუნველყოფისთვის არსებული პროცედურების, ინსტრუქციების, სახელმძღვანელო მასალის ჩამონათვალს.
2. საწარმო ახორციელებს ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის „სახელმძღვანელო დოკუმენტის“ შემუშავებას, მუდმივ განახლებას და ამ სახელმძღვანელოში ზუსტი ინფორმაციის ასახვას საჭირო ცვლილებების შეტანის გზით.
3. „სახელმძღვანელო დოკუმენტი“ შეიძლება შეიქმნას ძირითადი დოკუმენტის ან/და ცალკეული დოკუმენტების კრებულის სახი