1. საწარმომ უნდა დაადგინოს სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პერსონალის მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
2. სულ მცირე, ორ წელიწადში ერთხელ, საწარმომ უნდა უზრუნველყოს ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურისათვის საჭირო კადრების რაოდენობის შესწავლა, მათი ფუნქციების, სწავლების, ყოველწლიური შვებულების და სამუშაო დატვირთვის გათვალისწინებით.
3. ტექნიკურ პერსონალს უნდა გააჩნდეს თავისუფალი წვდომა სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ ნორმატიულ აქტებზე, სახელმძღვანელო დოკუმენტებზე და ინსტრუქციებზ