1. სააერნაოსნო  სამაუწყებლო მომსახურება უნდა განხორციელდეს დადგენილ რადიოსიხშირეზე, წინასწარ დაწესებული ხანგრძლივობით და გადაცემული ინფორმაციის  განმეორების პერიოდულობით.

2. სააერნაოსნო სამაუწყებლო  მომსახურების წარმოება უნდა შეწყდეს მაშინ, როდესაც ამოიწურება წინასწარ დაწესებული მომსახურების წარმოების ხანგრძლივობა, იმის მიუხედავად, განხორციელდა თუ არა ინფორმაციის სრული გადაცემა აღნიშნულ დროში.

3. როდესაც ერთი სახის  სააერნაოსნო ინფორმაციის მაუწყებლობა ხორციელდება რამდენიმე ტექნიკური საშუალების მიერ  ერთდროულად და ერთ-ერთი მათგანი ვერ უზრუნველყოფს მაუწყებლობის დროზე დაწყებას, სხვა ტექნიკურმა საშუალებებმა არ უნდა დაარღვიონ კოლექტიური მეთოდით ინფორმაციის მაუწყებლობა და შესაბამისად არ უნდა გააგრძელონ მაუწყებლობა,  ვიდრე არ მოხდება მაუწყებლობის სინქრონიზებ