1. სანავიგაციო მომსახურება შეიძლება განხორციელდეს შემდეგი ტექნიკური საშუალებებით:
ა) სახელსაწყო დაფრენის სისტემა (ILS);
ბ) მიკროტალღური დაფრენის სისტემა (MLS);
გ) მიუმართავი რადიოშუქურა (NDB)
დ) მომნიშვნელი რადიოშუქურა (OM, MM, IM, SCR);
ე) ულტრამოკლე ტალღოვანი წრიული რადიოშუქურა (VOR, DVOR);
ვ) მანძილსაზომი მოწყობილობა (DME);
ზ) გლობალური სანავიგაციო სატელიტური სისტემა (GNSS).
2. ტექნიკური საშუალებების ოპერატიული სტატუსის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება საჰაერო მოძრაობის მომსახურების მისადგომისა და სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტებს.
3. თუ დაფრენისას საჰაერო ხომალდი მთლიანად, ან ნაწილობრივ იყენებს ტექნიკურ საშუალებს, რომელიც არ წარმოადგენს სახელსაწყო დაფრენის სისტემის ნაწილს, საწარმო ასეთი ტექნიკური საშუალების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში