1. მიუმართავი რადიოშუქურის ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს მისი სიგნალების გავრცელების ნომინალური დაფარვის საშუალო რადიუსზე.
2.მიუმართავი რადიოშუქურის მუშაობა უნდა განხორციელდეს 190-დან 1750 კჰც-მდე რადიოსიხშირულ სპექტრში.
3.თითოეულ მიუმართავ რადიოშუქურას უნდა გააჩნდეს ინდივიდუალური ამომცნობი სიგნალი, მორზეს საერთაშორისო კოდის ორი-სამი ასოს სახით, რომელიც გადაეცემა, დაახლოებით, 7 სიტყვის სიჩქარით წუთში.
4.თითოეულ მიუმართავ რადიოშუქურას უნდა გააჩნდეს კონტროლის სისტემა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მართვის პუნქტებისათვის შეტყობინებების მიწოდება, ცდომილების შემდეგ შემთხვევაში:
ა) გამოსხივების სიმძლავრე მცირდება ნომინალური სიმძლავრის 50%-ზე მეტად;
ბ) ამომცნობი სიგნალის გადაცემის შეწყვეტა;
გ) თავად მაკონტროლებელი სისტემის გაუმართაობა, ან მწყობრიდან გამოსვლ