1. ულტრამოკლე ტალღოვანი წრიული რადიოშუქურის გამოყენებით უზრუნველყოფილი უნდა იქნეს საჰაერო ხომალდის ინფორმირება საათის ისრის მიმართულებით მაგნიტური ჩრდილოეთიდან გადახვევის  შესახებ, ტექნიკური საშუალების დამონტაჟების ადგილმდებარეობასთან მიმართებაში.

2. ულტრამოკლე ტალღოვანი წრიული რადიოშუქურას ექსპლუატირება ხორციელდება  111.975-117,975 მჰც რადიოსიხშირულ დიაპაზონში. არხებს შორის სხვაობა უნდა იყოს  50 კილოჰერცი. იქ, სადაც გამოიყენება არხებს შორის სხვაობა 100კჰც ან 200 კჰც, დასაშვები გადახრას უნდა წარმოადგენდეს ± 0,005%.

3. ულტრამოკლე ტალღოვანი წრიული რადიოშუქურას მიერ გამოსხივებულმა სიგნალებმა უნდა განახორციელოს ტიპიური საბორტო მოწყობილობის დამაკმაყოფილებელი მუშაობა შესაბამის ეშელონებზე და მანძილებზე, საექსპლუატაციო მოთხოვნების გათვალისწინებით.

4. ულტრამოკლე ტალღოვანი წრიული რადიოშუქურას გამოყენებით უზრუნველყოფილი უნდა იყოს  ამომცნობი სიგნალის (საიდენტიფიკაციო კოდის) გადაცემა იმავე სიხშირით, რომელიც გამოიყენება სანავიგაციო ფუნქციების უზრუნველსაყოფად.

5. ავტომატიზებული კონტროლის სისტემის გამოყენებით უზრუნველყოფილ უნდა იქნეს მართვის პუნქტებისთვის შეტყობინებების  გადაცემა, ცდომილების  შემდეგ შემთხვევაში:

ა) გადაცემული სიგნალის ერთი გრადუსით გადაცდომისას,  მაკონტროლებელი მოწყობილობის მიმართ.

ბ) ქვე-გადამზიდი რადიოსიხშირული სიგნალის მოდულაციის, ან 30 ჰც სიხშირის ამპლიტუდური   მოდულაციის სიგნალის ძაბვის დონის 15%-თ შემცირებისას, მაკონტროლებელი მოწყობილობის განთავსების მიმართ.

6. საკონტროლო სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, მართვის პუნქტს უნდა გადაეცეს  შეფერხების სიგნალი ან/და:

ა)  გამოირიცხება ამომცნობი და  სანავიგაციო შემადგენელი;

ბ) შეწყდება გამოსხივებ