1. სახელსაწყო დაფრენის სისტემა უნდა შედგებოდეს შემდეგი ძირითადი კომპონენტებისაგან:
ა) საკურსო რადიოშუქურა და მასთან დაკავშირებულ კონტროლის სისტემა, დისტანციური მართვის და საექსპლუატაციო მახასიათებლების ამსახველი მოწყობილობები;
ბ) საგლისადო რადიოშუქურა და მასთან დაკავშირებულ კონტროლის სისტემა, დისტანციური მართვის და საექსპლუატაციო მახასიათებლების ამსახველი მოწყობილობები;
გ) მომნიშვნელი რადიოშუქურა, ან მანძილსაზომი მოწყობილობა და მასთან დაკავშირებული კონტროლის სისტემა, დისტანციური მართვისა და საექსპლუატაციო მახასიათებლების ამსახველი მოწყობილობები.
2. უზრუნველყოფილ უნდა იქნეს შესაბამისი (I, II და III) კატეგორიის სახელსაწყო დაფრენის სისტემის შემადგენელი საშუალებების საექსპლუატაციო სტატუსების შემდეგი ინდიკაციები:
ა) II და III კატეგორიის სისტემის საექსპლუატაციო სტატუსები (ინდიკაციების ასახვა სამუშაო ადგილზე უნდა განხორციელდეს ისეთი დაგვიანებით, რომელიც შეესაბამება საექსპლუატაციო გარემოს) და დისტანციური მართვის შესაძლებლობა უნდა გააჩნდეს, საჰაერო მოძრაობის მომსახურების იმ პუნქტს, რომლის პასუხისმგებლობის არეალში შედის მისადგომის ეტაპზე საჰაერო ხომალდის კონტროლი;
ბ) I კატეგორიის სისტემის საექსპლუატაციო სტატუსები (ინდიკაციების ასახვა სამუშაო ადგილზე უნდა განხორციელდეს ისეთი დაგვიანებით, რომელიც შეესაბამება საექსპლუატაციო გარემოს) უნდა გააჩნდეს საჰაერო მოძრაობის მომსახურების იმ პუნქტს, რომლის პასუხისმგებლობის არეალში შედის დასკვნით მისადგომზე საჰაერო ხომალდის კონტროლი.
3. სახელსაწყო დაფრენის სისტემის პროექტირება და მოწყობა ხორციელდება ისე, რომ მისი სახელსაწყო ინდიკაციები თანხვედრაში იყოს საჰაერო ხომალდის საბორტო მოწყობილობების ჩვენებებთან, საკურსო ან/და საგლისადო ხაზიდან გადახრებთან მიმართებაში, იმისდამიუხედავად, თუ რომელი კონკრეტული მიწისზედა საშუალება გამოიყენება ამ დროს.
4. თუ, საწარმო ახორციელებს ორ ერთმანეთის მოპირდაპირე მხარეს დამონტაჟებულ სახელსაწყო დაფრენის სისტემის ექსპლუატაციას,მაშინ უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ურთიერთ დაბლოკვის მეთოდი, როდესაც ერთ კურსზე მდგარი საკურსო რადიოშუქურა ასხივებს სიგნალს, მის მოპირდაპირე მხარეს დამონტაჟებული სისტემა არ უნდა აწარმოებდეს მომსახურებას. განსხვავებით იმ გარემოებისა როდესაც სახელსაწყო დაფრენის სისტემა I კატეგორიისაა და საკურსო რადიოშუქურების გამოსხივებული სიგნალები არ ახორციელებენ ერთმანეთის გადაფარვას.
5. თუ, სახელსაწყო დაფრენის სისტემები დაწყვილებული სიხშირეებით ემსახურებიან ერთი და იგივე ადზ-ის ურთიერთსაწინააღმდეგო მხარეებს, ან სხვადასხვა ადზ-ებს ერთი და იმავე აეროდრომზე, ბლოკირებამ უნდა უზრუნველყოს სიგნალის გამოსხივება მხოლოდ ერთი საშუალების მიერ.
6. საკურსო რადიოშუქურის საანტენო სისტემის გამოსხივებით უნდა შეიქმნას ველის დიაგრამა, რომლის მოდულირება უნდა განხორციელდეს 90 და 150 ჰც ამპლიტუდის ტონალური სიხშირეების სიგნალებით. გამოსხივების ასეთმა დიაგრამამ უნდა წარმოქმნას კურსის სექტორი, რომლის ერთ მხარეს ტონალური სიხშირის ერთი სიგნალი უნდა იყოს უპირატესი, ხოლო ურთიერთსაწინააღმდეგო მხარეს - მეორე.
7. საჰაერო ხომალდის დაფრენაზე შემოსვლის მხრიდან, საკურსო რადიოშუქურის მოპირდაპირედ, გადამტანი მაღალი სიხშირის უპირატეს მარჯვენა მხარეს მოდულაციის სიღრმე ტონალური სიხშირეების სიგნალით უნდა იყოს 150 ჰც, ხოლო მოდულაციის სიღრმე უპირატეს მარცხენა მხარეს 90 ჰც.
8. ყველა კუთხე, რომელიც გამოიყენება საკურსო რადიოშუქურის გამოსხივების დიაგრამებში, უნდა აითვალოს საკურსო რადიოშუქურის საანტენო სისტემის ცენტრიდან, რომლის შედეგად უნდა განხორციელდეს წინა საკურსო სექტორის სიგნალების წარმოქმნა.
9. საკურსო რადიოშუქურის ექსპლუატირება უნდა განხორციელდეს 108-111,975 მჰც რადიოსიხშირულ დიაპაზონში. როდესაც გამოიყენება ერთ სიხშირიანი გადაცემა, გადაცდომის მგრძნობელობა არ უნდა აღემატებოდეს ±0,005%-ს, ხოლო ორსიხშირიანი გადაცემისას - ±0,002%-ს. სიხშირეების ნომინალური ბადე განთავსებული უნდა იყოს მინიჭებული სიხშირის სიმეტრიულად, ორივე მხარეს. მისაღები დაშვებისას სიხშირეების სხვაობა უნდა წარმოადგენდეს არანაკლებ 5 კილოჰერცს და არაუმეტეს 14 კილოჰერცს.
10. საკურსო რადიოშუქურის მიერ გამოსხივებულმა სიგნალებმა უნდა უზრუნველყოს ტიპიური საბორტო მოწყობილობის დამაკმაყოფილებელ მუშაობა საკურსო და საგლისადო რადიოშუქურის მოქმედების ზონის ფარგლებში.
11. საკურსო რადიოშუქურის მოქმედების ზონა უნდა გავრცელდეს შემდეგ მანძილებზე:
ა) 46,3 კმ. წინა სექტორის საკურსო ხაზიდან 10° ფარგლებში;
ბ) 31,5 კმ. წინა სექტორის საკურსო ხაზიდან 10-35° ფარგლებში;
გ) 18,5 კმ. წინა სექტორის საკურსო ხაზიდან 35° ფარგლებს გარეთ.
12. საკურსო რადიოშუქურის გამოგეყენებით, ძირითად სანავიგაციო სიგნალთან ერთად, კონკრეტული ადზ-სთვის უნდა გადაიცეს საიდენტიფიკაციო კოდი, რომელიც თავის მხრივ ხელს არ უნდა უშლიდეს მისი მთავარი ფუნქციის განხორციელებას.
13. საკურსო რადიოშუქურის საანტენო სისტემა უნდა დამონტაჟდეს ადზ-ს ღერძულა ხაზის გაგრძელებაზე, მის ბოლოში, ზღურბლის საწინააღმდეგოდ, ისეთნაირად რომ ის მდებარეობდეს აღნიშნული ადზ-ს კურსის ხაზზე ვერტიკალურ სიბრტყეში. საანტენო სისტემას უნდა გააჩნდეს მინიმალური სიმაღლე, რომელიც აუცილებელია საკურსო ზონისადმი წაყენებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ხოლო მანძილი, რომლითაც საკურსო რადიოშუქურა დაშორებულია ადზ-ს ბოლოდან, პასუხობს უსაფრთხოების მოთხოვნებს, წინაღობებთან მიმართებაში.
14. საკურსო რადიოშუქურის ავტომატიზებული კონტროლის სისტემის გამოყენებით უზრუნველყოფილ უნდა იქნეს მართვის პუნქტებისთვის შეტყობინებების გადაცემა, ცდომილების შემდეგ შემთხვევაში:
ა) ადზ-ის ღერძიდან კურსის გადახრაა:
ა.ა) I კატეგორიის სახელსაწყო დაფრენის სისტემისთვის- 10,5 მ-ზე მეტი;
ა.ბ) II კატეგორიის სახელსაწყო დაფრენის სისტემისთვის- 7,5 მ-ზე მეტი;
ა.გ) III კატეგორიის სახელსაწყო დაფრენის სისტემისთვის- 6 მ-ზე მეტი;
ბ) ერთ სიხშირეზე ფუნქციონირებადი საკურსო რადიოშუქურის სიმძლავრე, მისი ნომინალური სიმძლავრის 50%-ზე ნაკლებია;
გ) ორ სიხშირეზე ფუნქციონირებადი საკურსო რადიოშუქურის სიმძლავრე, მისი ნომინალური სიმძლავრის 80%-ზე ნაკლებია და ახორციელებს შემდეგი ქმედებებიდან ერთერთს:
გ.ა) გამოსხივების შეწყვეტა;
გ.ბ) მატარებელი სიხშირიდან სანავიგაციო და ამომცნობისშემადგენელის გამორიცხვა;
დ) სახელსაწყო დაფრენის სისტემის უფრო დაბალი დონის კატეგორიაზე გადასვლა, როდესაც დადგენილია ასეთი მოთხოვნა.
15. საგლისადო რადიოშუქურის საანტენო სისტემის გამოსხივებამ უნდა შექმნას რადიოსიხშირული ველის დიაგრამა, რომელიც მოდულირებული უნდა იყოს 90ჰც და 150 ჰც ამპლიტუდის ტონალური სიხშირის სიგნალებით. აღნიშნულმა დიაგრამამ უნდა უზრუნველყოს საჰაერო ხომალდის დაშვების სწორხაზოვანი ტრაექტორია ვერტიკალურ სიბრტყეში. დიაგრამა უნდა მოიცავდეს ადზ-ის ღერძულა ხაზს, რომლის ქვემოთაც უპირატესი უნდა იყოს 150 ჰც ტონალური სიხშირით მოდულაცია, ხოლო ზემოთ უკიდურეს შემთხვევაში, იმ კუთხემდე მაინც, რომელიც შეადგენს 1,75 θ, უპირატესი უნდა იყოს 90 ჰც ტონალური სიხშირის სიგნალით მოდულაცია.
16. საგლისადო რადიოშუქურის გადაცემული სიგნალის დახრის კუთხე უნდა იყოს:
ა) 0,075 θ – I და II კატეგორიის სახელსაწყო დაფრენის სისტემისთვის;
ბ) 0, 04 θ – III კატეგორიის სახელსაწყო დაფრენის სისტემისთვის.
17. საგლისადო რადიოშუქურის ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს 328,6 – 335,4 მჰც რადიოსიხშირულ დიაპაზონში. ერთი სიხშირის გამოყენებისას ცდომილება არ უნდა აღემატებოდეს 0.005%-ს, ხოლო, ორი სიხშირის გამოყენებისას - 0,002%-ს. ამასთან, სიხშირეების ნომინალური ბადე განთავსებული უნდა იყოს სიმეტრიულად, მინიჭებული სიხშირის ორივე მხარეს. ყველა შემთხვევაში, სიხშირეთა გაფანტულობა ტოლი უნდა იყოს არანაკლებ 4 და არაუმეტეს 32 კილოჰერცისა.
18. საგლისადო რადიოშუქურამ უნდა გამოასხივოს სიგნალები, რომლებიც უზრუნველყოფენ ტიპიური საბორტო მოწყობილობის დამაკმაყოფილებელ მუშაობას, ჰორიზონტალურ სიბრტყეში 8° კუთხით, საგლისადო რადიოშუქურის ღერძულა ხაზის ორივე მხარეს, არანაკლებ 18,5 კმ მანძილზე და ვერტიკალურ სექტორში 1,75 θ კუთხით, ზედა საზღვარზე და 0,45 θ კუთხით ქვედა საზღვარზე.
19. საგლისადო რადიოშუქურის ავტომატიზებული კონტროლის სისტემის გამოყენებით უზრუნველყოფილ უნდა იქნეს მართვის პუნქტებისათვის შეტყობინებების გადაცემა, ცდომილების შემდეგ შემთხვევაში:
ა) საგლისადო დახრის კუთხის გადაცდომა მერყეობს -0,075 θ -დან +0,10 θ -მდე;
ბ) ერთ სიხშირეზე ფუნქციონირებადი საგლისადო რადიოშუქურის გამომავალი სიმძლავრე, მისი ნომინალური სიმძლავრის 50% -ზე ნაკლებია;
გ) ორ სიხშირეზე ფუნქციონირებადი საგლისადო რადიოშუქურის გამომავალი სიმძლავრე, მისი ნომინალური სიმძლავრის 80%-ზე ნაკლებია;
დ) I კატეგორიის საგლისადო რადიოშუქურის დახრის კუთხე იცვლება უფრო მეტად, ვიდრე ± 0,0375 θ, ხოლო, მოდულაციის სიღრმეებს შორის სხვაობა არის 0,0875;
ე) II და III კატეგორიის საგლისადო რადიოშუქურის მოდულაციის სიღრმეებს შორის სხვაობა ნომინალური სიდიდეებისაგან განსხვავდება 25%-ზე მეტად;
ვ) ქვედა ზოლის 0,0875-ის მოდულაციის სიღრმეებს შორის სხვაობა ნაკლებია 0,7475 θ -ზე;
ზ) მოდულაციის სიღრმეებს შორის სხვაობა ნაკლებია 0.175-ზე, საგლისადო რადიოშუქურის დაფარვის სექტორის ქვემო