1. სააერნაოსნო ფიქსირებული მომსახურება უნდა მოიცავდეს:
ა) საჰაერო მოძრაობის მომსახურების პირდაპირი წვდომის ხმოვან ქსელებს;
ბ) საავიაციო მეტეოროლოგიურ ოპერატიულ წრედებს, ქსელებს და მაუწყებლობის სისტემებს;
გ) სააერნაოსნო ფიქსირებულ კავშირგაბმულობის ქსელს (AFTN);
დ) სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემთან გაცვლის ქსელს (CIDIN);
ე) საჰაერო მოძრაობის მომსახურების შეტყობინებების დამუშავების სისტემას;
ვ) შიდა-ცენტრულ კავშირგაბმულობას (ICC).
2. სააერნაოსნო ფიქსირებული კავშირგაბმულობის ქსელით უნდა განხორციელდეს შემდეგი სახის შეტყობინებების გაცვლა:
ა) საჰაერო ხომალდის განსაცდელის შესახებ, რომელიც საჭიროებს მყისიერ დახმარებას;
ბ) გადაუდებელი ან საგანგებო სიტუაციების შესახებ;
გ) ფრენების უსაფრთხოხების შესახებ;
დ) საავიაციო მეტეოროლოგიური ინფორმაციის შესახებ;
ე) ფრენების რეგულარულობის შესახებ;
ვ) ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომსახურების შესახებ;
ზ) ჰაერსანაოსნო ადმინისტრაციული შეტყობინებების შესახებ;
თ) მომსახურებასთან დაკავშირებული შეტყობინებების შესახებ.
3. სააერნაოსნო ფიქსირებული მომსახურების გაწევისას გაგზავნილი და მიღებული შეტყობინებები ინახება 30 დღის განმავლობაშ