1. სარადიოლოკაციო მომსახურებისას უნდა განხორციელდეს საჰაერო ხომალდზე დაკვირვებისათვის საჭირო ინფორმაციის უწყვეტი განახლება და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მისი ადგილმდებარეობის ინდიკაცია.

2. რაიონული სამეთვალყურეო პუნქტისათვის წარმოებული სარადიოლოკაციო მომსახურება უნდა უზრუნველყოფდეს საჰაერო სივრცის ისეთი ნაწილების გადაფარვა, სადაც მიწისზედა ინფრასტრუქტურა ლიმიტირებულია ან საერთოდ არ არსებობს.

3. რაიონული სამეთვალყურეო პუნქტისთვის წარმოებული სარადიოლოკაციო მომსახურებას უნდა გააჩნდეს  უსაფრთხოების ქსელის  შეტყობინებების მხარდაჭერა, რომელიც მოიცავს:

ა) ნებადართული ეშელონის მონიტორინგს;

ბ) სატრასო მიახლოების მონიტორინგს;

გ) შეზღუდული ტერიტორიის მონიტორინგს.

4. რაიონული სამეთვალყურეო პუნქტისთვის წარმოებული სარადიოლოკაციო მომსახურება ასევე უნდა უზრუნველყოფდეს საშუალო-დროის კონფლიქტის დაფიქსირებას.

5. მისადგომის სამეთვალყურეო პუნქტისთვის წარმოებული სარადიოლოკაციო მომსახურება  უზრუნველყოფილი უნდა იქნეს პირველადი, ან მეორადი რადიოლოკატორის მიერ, ან მულტილატერალური საშუალების, ან ავტომატური დამოკიდებული დაკვირვების სისტემა- მაუწყებლობის მიერ.

6. სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტისთვის წარმოებული სარადიოლოკაციო მომსახურებამ უნდა უზრუნველყოს მაღალი სისწორით  აეროდრომის ტერიტორიაზე შესაბამისი მიმღებ-გადამცემებით აღჭურვილი მიზნების დაფიქსირება, ინფორმაციის სწრაფი  განახლებით.

7. საფრენოსნო ინფორმაციის რაიონში საერთაშორისო საზღვრების გასწვრივ ინტეროგატორის (დაკითხვის) იდენტიფიკატორის (II) კოდების მინიჭება უნდა განხორციელდეს რეგიონალური ჰაერსანაოსნო გეგმის შესაბამისად.

8. სარადიოლოკაციო მომსახურების წარმოებისას უზრუნველყოფილ უნდა იქნეს საჰაერო ხომალდის მიმღებ-გადამცემის მიერ გენერირებული:

ა) 4 096 ერთეული საპასუხო კოდის მიღება;

ბ) რეჟიმი A-ს კოდების 7500-ის, 7600-ის და 7700-ის მომენტალური დეკოდირება;

გ) რეჟიმი A კოდის 2000- ის რეზერვირება, საჰაერო ხომალდის ამოცნობისათვის