1. მეორადი რადიოლოკატორი უნდა უზრუნველყოფდეს:
ა) საჰაერო ხომალდის სიმაღლის იდენტიფიკაციას, მიმართულების და გადაადგილების დაფიქსირებას;
ბ) ინტეროგაციის რეჟიმის კოდებში უკანონო ჩარევის და რადიოკავშირის დაკარგვის შესახებ ავარიული სასიგნალო შეტყობინების  წარმოებას;
გ) გადამცემს და მიმღებს შორის ცალმხრივი საპასუხო სიგნალების დანაკარგის თავიდან აცილებას,ხანგრძლივი და სრული გადაფარვის მეშვეობით.
2. მეორადი რადიოლოკატორი S რეჟიმის საშუალებით უნდა უზრუნველყოფდეს:
ა) შერწყმას A/C რეჟიმის შესაძლებლობებთან;
ბ) საჰაერო ხომალდის სიმაღლის შეტყობინებას, 100 ან 25 ფუტი ნამატით;
გ) არასასურველი გადაფარვების ჩახშობას სელექციური ინტეროგაციის მეშვეობით ერთმანეთთან ახლოს მყოფ საჰაერო ხომალდებთან,სადაც  მაღალია  იმის  ალბათობა,  რომ  მონაცემების  დეკოდირება  განხორციელდეს მჭიდრო საჰაერო  მიმოსვლის  პირობებში;
დ) სისტემის მთლიანობის უზრუნველსაყოფად არაზუსტი გადაცემისგან  დაცვას;
ე) საჭირო ინფორმაციის მიღების მიზნით საჰაერო ხომალდთან ორმხრივი კავშირის დამყარებას.
3. ამ მუხლის მე-2  პუნქტის  „ე“  ქვეპუნქტის  მოთხოვნის  შესრულების  მიზნით  მეორადი რადიოლოკატორი
S რეჟიმის საშუალებით მოპასუხეს გადასცემს მინიმუმ შემდეგ ინფორმაციას:
ა) საჰაერო ხომალდის უნიკალურ 24 ბიტიანი მისამართს;
ბ) მიწის ზედაპირზე მყოფი საჰაერო ხომალდის სტატუსს “on-the-ground”;
გ) საჰაერო ხომალდის იდენტიფიკატორს;
დ) საჰაერო ხომალდის ბარიულ სიმაღლეს, 25 ფუტი დასაშვები ცდომილებით;
4. მეორადი რადიოლოკატორის მეშვეობით, ინფორმაციის  მიღების მოთხოვნა და კონტროლი უნდა განხორციელდეს 1030 მჰც  რადიოსიხშირეზე, გადამცემი სიხშირის ტოლერანტობა  უნდა იყოს  ± 0,2 მჰც.
5. საჰაერო ხომალდიდან საპასუხო ინფორმაციის მიღება უნდა განხორციელდეს 1090მჰც რადიოსიხშირეზე,მიმღები სიხშირის ტოლერანტობა  უნდა იყოს  ± 3 მჰც.
6. ინფორმაციის   მიღების მოთხოვნის, კონტროლის და საპასუხო გადაცემის პოლარიზაცია უნდა იყოს ვერტიკალური.
7. მეორადი რადიოლოკატორის შემოწმებისას გამოყენებული უნდა იქნეს  დაკალიბრებული მოპასუხე და გათვალისწინებული   უნდა  იქნეს რადიოლოკატორის:
ა) სიმძლავრის დონე;
ბ) მიმღების სენსიტიურობა;
გ) პულსებს შორის დაშორება და გაფართოება;
დ) SLS-ის ფუნქცი