1. რადიოლოკაციური მართვის გადაცემის შემთხვევაში, საწარმომ სმმ-ის სახელმძღვანელოს პირველ და მე-2 ნაწილებში უნდა გამოაქვეყნოს გამოსაყენებელი პროცედურები და აუცილებლობისას, სხვა პუნქტებთან კოორდინაციით უნდა უზრუნველყოს:

ა) ყოველ სამუშაო პუნქტზე საიმედო რადიოლოკაციური გადაფარვა, რომელიც მართვის გადაცემის წერტილიდან საკმარის მანძილზე მეტი იქნება;

ბ) რადიოლოკატორის მონაცემები მართვის გადაცემის არეში, დასაშვები სიზუსტით; და

გ)  მართვის გადაცემის წერტილებისა და ნებისმიერი განსაკუთრებული პირობების და პროცედურების განსაზღვრა.

2. საწარმოს მიერ არ გამოიყენება ვერბალური კოორდინაცია იმ შემთხვევაში, თუ ამის შესახებ მეზობელ პუნქტებთან გაფორმებულია შეთანხმება, რომელიც მოიცავს შესაბამის პროცედურებ