1. საწარმო ვალდებულია დაადგინოს გამოცხადებული გამტარუნარიანობა, რომელიც ითვალისწინებს საჰაერო მოძრაობის როგორც ჩვეულ, ისე პიკურ (მაქსიმალურ) დონეს.
2. გამტარუნარიანობის ასამაღლებელი ზომების მიღებისას, საწარმო ვალდებულია გაითვალისწინოს უსაფრთხოების მართვის სისტემა,3. საწარმო ვალდებულია უზრუნველყოს, რომ საჰაერო მოძრაობის მომსახურების დროს სხ-ების რაოდენობა არ აღემატებოდეს იმ რიცხვს, რომლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლია სმმ-ის პუნქტს ჩვეულ პირობებში.
4. სმმ-ის გამტარუნარიანობა განისაზღვრება იმ სხ-ების მაქსიმალური რაოდენობით, რომელთა მართვაც ხორციელდება მოცემულ საჰაერო სივრცეში ან შესაბამის აეროდრომზე, დროის გარკვეულ პერიოდში.
შენიშვნა: გამტარუნარიანობის ყველაზე მისაღებ საზომს წარმოადგენს ერთ საათში მომსახურებელი საჰაერო მოძრაობის ნაკადი. საათში გამტარუნარიანობის მნიშვნელობა შეიძლება გარდაისახოს, მაგალითად, სადღეღამისო, თვიურ ან წლიურ მნიშვნელობაშ